ამერიკულმა საერთაშორისო ინდექსირებადმა ბაზამ – Scientific Indexing Services (SIS) ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალის „სამართალი და მსოფლიოს“ შეფასება (Impact Factor) განსაზღვრა. ჟურნალის რეიტინგი 2016 წელს 0.968, ხოლო 2017 წელს 1.157 ქულით შეფასდა.
Scientific Indexing Services (SIS) – ორიენტირებულია მკვლევარისთვის აკადემიური ბაზების მომსახურებათა შეთავაზებაზე, რაც მოიცავს ციტირების ინდექსირებას, ანალიზს და უზრუნველყოფს ციტირების მონაცემთა ბაზების მართვას. ორგანიზაცია ორიენტირებულია ხარისხობრივი და რაოდენობრივი მექანიზმის გამოყენებაზე რანგირების, შეფასებისა და კატეგორიზაციის მიზნით. შეფასება იწარმოება ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიცაა ნაშრომის ორიგინალურობა, ციტირება, რედაქტირების ხარისხი, მუდმივობა და საერთაშორისო ცნობადობა, რისთვისაც გამოიყენება სიღრმისეული ანალიზის მეთოდი.