2019 წლის 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორის, ადვოკატ დევიდ კოლბეს პროფესიული ტრენინგ-კურსი: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ევროპის უნივერსიტეტის, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა. განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმოშობა, მისი განვითარება და თანამედროვე ტენდენციები.
კურსის ბოლოს, მსმენელებს, ტესტირების ჩაბარების შედეგად, სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატების გადაცემას აშშ-ის საელჩოს ოფიციალური პირი ირაკლი მალანია ესწრებოდა.
პროფესორი დევიდ კოლბე ვალპარაისოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორია (აშშ. ინდიანას შტატი). იგი არის ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის და ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.





