ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალი ,,სამართალი და მსოფლიო” ISSN-ის საერთაშორისო ბაზაში გაწევრიანდა.
ISSN საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც აქვს წვდომა აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სერიული გამოცემების ბეჭდურ და ინტერნეტ ვერსიებზე.
პორტალი ISSN-ში დარეგისტრირებულ ჟურნალებს საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომნი იყვნენ საერთაშორისო დონეზე და ამასთანავე ქონდეთ წვდომა საერთაშორისო მონაცემთა ბაზაზე, რომელიც შეიცავს ბეჭდურ და ციფრულ ჟურნალებს, გაზეთებსა და სამეცნიერო ბლოგებს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
ბაზაში შეგიძლიათ იპოვოთ და გამოიყენოთ 1,8 მილიონზე მეტი ბეჭდური და 200 000-ზე მეტი ციფრული სტატია. ISSN ყოველწლიურად 60,000-ზე მეტ ახალ სტატიას ამატებს სხვადასხვა პროფესიული ბიბლიოთეკის ქსელს.