This website uses cookies or similar technologies, to enhance your browsing experience and provide personalized recommendations. By continuing to use our website, you agree to our Privacy Policy
Affiliation: Doctor of Law, Kutaisi Invited Lecturer at Ak. Tsereteli State University, Member of the Union of law scientists
Abstract: The paper discusses such an important institution of Georgian
civil procedural law as procedural complicity. In particular, the legal
grounds for co-participation in civil proceedings, such as: 1) the
subject matter of the claim, 2) the common right and 3) the basis of
the claim. We considered it necessary to discuss the above preconditions in order to avoid mistakes in resolving the issue of involving
the parties (plaintiffs) and the parties (parties) participating in the
proceedings. Making this mistake, in turn, can lead not only to a
timely decision on the case, but also, most importantly, the ability to
make an objective decision. As a result of the analysis and comparative study of the case law of Georgia, as well as the legislation of
foreign countries, including continental and common law states, the
issue of the need to make changes in the Georgian Civil Procedure
Law regarding the institution of complicity was identified.
@article {Liluashvili: 2022,
doi = {10.36475/8.1.12},
url = {https://doi.org/10.36475%2F8.1.12},
year = 2022,
month = {mar},
publisher = {European University Institute of Law},
volume = {8},
number = {1},
pages = {223--238},
author = {B. Liluashvili},
title = {The Problem of Procedural Complicity in Georgian Civil
Procedural Law},
journal = { Law and World }
}
×
TY - JOUR
AU - Liluashvili B.
DO - 10.36475/8.1.12
UR - http://dx.doi.org/10.36475/8.1.12
TI - The Problem of Procedural Complicity in Georgian Civil
Procedural Law
T2 - Law and World
PY - 2022
DA - 2022/03/30
PB - European University Institute of Law
SP - 223-238
IS - 1
VL - 8
SN - 2587-5043
SN - 2346-7916
ER -
×
Liluashvili, B. (2022). The Problem of Procedural Complicity in Georgian Civil Procedural Law. Law and World , 8(1), 223–238. https://doi.org/10.36475/8.1.12
×
Liluashvili B, (2022) ‘The Problem of Procedural Complicity in Georgian Civil Procedural Law’. Law and World , 8(1), pp.223–238. Available at: http://dx.doi.org/10.36475/8.1.12
×
Liluashvili, Bakur. “The Problem of Procedural Complicity in Georgian Civil Procedural Law.” Law and World 8.1 (2022): 223–238. Crossref. doi.org/10.36475/8.1.12
×
[1] B. Liluashvili, “The Problem of Procedural Complicity in Georgian Civil Procedural Law,” Law and World , vol. 8, no. 1, pp. 223–238, Mar. 2022. doi.org/10.36475/8.1.12
×
Liluashvili B, The Problem of Procedural Complicity in Georgian Civil Procedural Law. Law and World [Internet]. European University Institute of Law; 2022 Mar 30; [cited YYYY Mon DD]; 8(1):223–38. Available from: http://dx.doi.org/10.36475/8.1.12
×
Bakur Liluashvili, “The Problem of Procedural Complicity in Georgian Civil Procedural Law.” Law and World 8, no. 1 (March 30, 2022): 223–238. doi.org/10.36475/8.1.12
სამოქალაქო სამართალწარმოებაში საპროცესო თანამონაწილეობა ფორმალური თვალსაზრისით არის მონაწილე მხარეთა სიმრავლე პროცესში. კერძოდ, სამოქალაქო პროცესში მხოლოდ მოსარჩელის ან მხოლოდ მოპასუხის, ან ორივე მხარეს ერთდროულად მონაწილეობს ორი ან/და მეტი პირი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მონაწილეთა (განსაკუთრებით მოსარჩელის მხარეზე) პირთა მხოლოდ სურვილი – წარმოადგენდნენ თანამოსარჩელეებს – ვერ წარმოშობს საპროცესო თანამონაწილეობას, ისევე, როგორც პირთა ნება, წარმოადგენდნენ თანამოპასუხეებს. ამისთვის აუცილებელია კანონით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლები. ე. ი. თანამონაწილეობით სასამართლოსთვის მიმართვა ან თანამონაწილეებად მოპასუხეების მხარედ ყოფნა ემყარება კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს. აღნიშნული წინაპირობები, როგორც ჩვენ ნაშრომში ვნახავთ, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია მატერიალური სამოქალაქო სამართლით. ე. ი. მატერიალური სამართლით არის განსაზღვრული საპროცესო თანამონაწილეების დაშვების საფუძვლები, ხოლო პროცესუალური სამართლით – პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგები, როგორიცაა, მაგლითად, საპროცესო ხარჯების განაწილება, საპროცესო უფლება-მოვალეობები, დაუსწრებელი, თუ ჩვეულებრივი გადაწყვეტილების თანამონაწილეებზე გავრცელების სუბიექტური და ობიექტური ძალა, გასაჩივრება შემდგომ ინსტაციაში და ა. შ.∗
1. საპროცესო თანამონაწილეობის საფუძვლები
თანამონაწილეობის კანონით დადგენილ საფუძვლებს ითვალისწინებს არა მარტო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის საპროცესო კანონმდებლობაც. მაგალითად, გერმანიის სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, „რამდენიმე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი ან პასუხი აგოს სარჩელზე, როგორც საპროცესო თანამონაწილემ, თუ დავის საგნის მიმართ ისინი ქმნიან სამართლებრივ ერთიანობას ან მათი უფლებები და მოვალეობები ეფუძნება ერთსა და იმავე ფაქტიურ და იურიდიულ საფუძველს“.
×
გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 59. https://www.gesetze-im-internet.de/zpo/59.html[ბოლო წვდომა: 20 ნოემბერი, 2021].
ხოლო მე-60 მუხლიდან გამომდინარე, თანამონაწილეობა დასშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც „დავის საგანს შეადგენს ერთგვაროვანი მოთხოვნები ან ვალდებულებები და რომლებიც ეფუძნება თავისი არსით ერთგვაროვან ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს“.
×
გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი,მუხლი 60. https://www.gesetze-im-internet.de/zpo/60.html [ბოლო წვდომა: 20 ნოემბერი, 2021].იხ. აგრეთვე: Thomas, H. und Putzo, H., (1997).Zivilprozessordnung. 20 Auflage. Munchen: VerlagC.H.Beck, გვ. 128-138.
თანამონაწილეობის საფუძვლებს და პირობებს განსაზღვრავს ავსტრიის სსკ-ის 116-ე მუხლები – „სარჩელი შეიძლება აღძრას რამდენიმე მოსარჩელემ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ მოსარჩელეები და მოპასუხეები ქმნიან სამართლებრივ ერთიანობას ან მოპასუხეთა უფლება ან მოვალეობა გამომდინარეობს ერთი და იგივე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან“.
×
ავსტრიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 11-16. https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.w x e ? A b f r a g e = B u n d e s n o r m e n & G e s e t z e s n u m mer=10001699 [ბოლო წვდომა: 20 ნოემბერი, 2021].
თანამონაწილეობის საფუძვლებს და პირობებს ადგენს საფრანგეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-324-ე მუხლები.
×
საფრანგეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი,მუხლი 323-324. https://www.legifrance.gouv.fr/codes/section_lc/LEGITEXT000006070716/LEGISCTA000006117229/#LEGISCTA000006117229 [ბოლო წვდომა: 20 ნოემბერი, 2021].აგრეთვე იხ. Noure Code de Procedure Civile. 1997.Dalloz: გვ. 190.
აშშ-ის სამართალწარმოების ფედერალური წესების 20-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეები შეიძლება გაერთიანდნენ, თუ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ დავის საგანი მხარეთა საერთო უფლებები და/ან საერთო მოვალეობებია, მოსარჩელეთა ან მოპასუხეთა უფლებამოსილებები ემყარება ერთსა და იმავე სამართლებრივ ან ფაქტობრივ გარემოებებს; სარჩელის შინაარსი შედგება ერთგვაროვანი ინტერესებისა თუ ვალდებულებებისგან.
×
აშშ-ის სამოქალაქო პროცესის ფედერალური წესები, მუხლი 20. https://www.federalrulesofcivilprocedure.org/frcp/title-iv-parties/rule-20-permissive-joinder-of-parties/ [ბოლო წვდომა: 20ნოემბერი, 2021].იხ. აგრეთვე, Federal rules of civil procedure. 1994. WestPublishing co, გვ. 88-89.
თანამონაწილეობის შემდეგ საფუძვლებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი:
×
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 86. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149 [ბოლო წვდო-მა: 20 ნოემბერი, 2021].
სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;
სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;
სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.“
აღნიშნული მუხლი თანამონაწილეობისათვის სამ უმთავრესს წინაპირობას ეფუძნება:
სარჩელის საგანი;
საერთო უფლება;
სარჩელის საფუძველი.
თანამოსარჩელეთა სარჩელის ან თანამოპასუხეთა დაშვების საკითხის გადაწყვეტისას შეცდომის თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია თითოეული წინაპირობა ცალ-ცალკე განვიხილოთ.
1.1. სარჩელის საგანი
სარჩელის საგანზე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი. კერძოდ ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ)“ პუნქტის თანახმად სარჩელში მითითებული უნდა იყოს – დავის საგანი, რაც თავის მხრივ, არის მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით მისი მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, რომელიც უნდა განი- ხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც მან უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა კი ისეთი მოთხოვნაა, რომელიც მატერიალური სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობიდან წარმოიშვება.
×
ლილუაშვილი, თ., (2005). სამოქალაქო საპროცე სო სამართალი. თბილისი: „ჯისიაი“, გვ. 273 საყურადღებოა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბ ჭოს მიერ დამტკიცებული იქნა 2016 წლის 14 მა რტის #1/107 გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეებზე სარჩელის ფორმის სტანდარტი. სადაც პირდაპირ მითითთებულია „დავის საგანი“. ამავე ფორმაში აღნიშნული მე-11 შენიშვნის თანახმად: „დავის საგანი არის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი არსი (მაგ. ზიანის ანაზღაურება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ხელშეკრულების მოშლა).
სარჩელის საგანზეა საუბარი აგრეთვე 182-ე მუხლის პირველ ნაწილში – „მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იგივე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ – არა“.
×
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, პუნქტი 1, მუხლი 182. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149 [ბოლოწვდომა: 20 ნოემბერი, 2021].
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი შინაარსი – სამართლებრივი არსი. გამომდინარე იქიდან, თუ რა სახის სარჩელია აღძრული, სხვადასხვაა ასევე სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიც. მიკუთვნებით სარჩელებზე ეს შეიძლება იყოს: ნივთის დაბრუნება, ვალის გადახდა, ზიანის ანაზღაურება და ა. შ.
×
ქურდაძე, შ., (2006). სამოქალაქო საქმეთა გა-ნხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში.თბილისი: მერიდიანი, გვ. 431. იხ. აგრეთვე ლილუ-აშვილი, თ., დასახ. ნაშრომი. გვ. 273.
გარდაქმნითი სარჩელის საგანი – ეს არის მონაწილე პირთა შორის ერთი სახის სამართლებრივი ურთიერთობის სხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობად გარდაქმნის მოთხოვნა (მაგალითად, საერთო/საზიარო საკუთრებიდან წილის გამოყოფა). ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის, რომ გარდაქმნით სარჩელებშიც სრულიად დასაშვებია ორი ან მეტი პირის მონაწილეობა, თუ ასეთი გარდაქმნით დაინტერებულია რამდენიმე პირი.
სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის, მოთხოვნის სამართლებრივი არსის მიხედვით არსებობს აღიარებითი სარჩელები.მაგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, „სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაარარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩე ლეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს“.
×
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 180. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149 [ბოლო წვდო-მა: 20 ნოემბერი 2021].
ე. ი. აღიარებითი სა რჩელის საგანი, მოთხოვნის სამართლებრივი შინაარსი შეიძლება იყოს მოსარჩელე მხარის უფლების (მაგალითად, საკუთრების უფლების აღიარება რაიმე ნივთზე), რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის ან/და დოკუმენტის ნამდვილობის თუ სიყალბის დადგენა სასამართლო წესით.
შეიძლება თუ არა აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს თანამონაწილეობას? კითხვაზე დადებითი პა სუხი უნდა გავცეთ. მაგალითად, რამდენიმე პირი ითხოვს ნივთზე საკუთრების საერთო უფლების აღიარებას და არა მიკუთვნებას, რამდენიმე პირი ითხოვს ისეთი ხელშეკრულების აღიარებას ან მის ბათილობას, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ, როგორც ხელშეკრულების მხარეები და ა. შ. რა თქმა უნდა აღნიშნულ პირებს შეუძლიათ ერთობლივად აღძრან სარჩელი და ასეთი სარჩელი სასამართლომ უნდა მიიღოს და განიხი ლოს, თუ არსებობს კანონით დადგენილი ის საფუძვლები, რომლების საჭიროა თანამო ნაწილეთა მიერ სარჩელის აღძვრისთვის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა – საპროცესო თანამონაწილეობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სასამართლოში ნებისმიერი სახის სარჩელების აღძვრის შემთხვევაში, იქნება ეს მიკუთვნებითი, გარდაქმნითი თუ აღიარებითი სარჩელები.
1.2. როგორ უნდა გავიგოთ „საერთო უფლების“ შინაარსი?
საერთო უფლება – ესაა უფლება, რომელიც მიუთითებს იმის თაობაზე, რომ იგი რამდენიმე პირს ეკუთვნის ერთობლივად. თავის მხრივ ის შეიძლება წარმოიშვას როგორც კანონის, ასევე გარიგების საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუ-ხლი 173. https://www.matsne.gov.ge/document/view/31702?publication=113 [ბოლო წვდომა: 20 ნოემბერი, 2021].
173-ე მუხ.).
საერთო საკუთრება, როგორც ცნობილია, შეიძლება არსებობდეს ორი სახით: წილადი და საზიარო საკუთრება. საზიარო უფლებები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 953-968 მუხლებით. აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობების არსებობისას, შეიძლება წარმოიშვას სასამართლოსადმი მიმართვის აუცილებლობა. მაგ. ერთ-ერთი თანამესაკუთრის (ან სხვა პირის) მიერ სხვა თანამესაკუთრეების საზიარო უფლების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულ თანამესაკუთრეებს წარმოეშვებათ მოთხოვნის უფლება.
იბადება კითხვა: როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, როდესაც – ა) თანასაკუთრებისას, პირთა საერთო უფლებას, ან ბ) თანასაკუთრებისას, ერთი პირის უფლებას – არღვევს რამდენიმე პირი? ე. ი. საქმე გვაქვს: ერთი – საერთო უფლების დარღვევასთან ერთი ან რამდენიმე პირის მიერ, მეორე – ერთი პირის უფლების ხელყოფასთან რამდენიმე პირის მიერ. როგორც ვხედავთ, ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს საერთო ვალდებულების არსებობას. ეჭვს არ იწვევს ის, რომ უფლების დარღვევა შეიძლება გახდეს საერთო ვალდებულების (საერთო პასუხისმგებლობის) წარმოშობის საფუძველი. ეს ძალიან კარგად ვლინდება სოლიდარული ვალდებულებების არსებობისას (სკ-ის 463-476 მუხ.).
საერთო უფლების დარღვევა, რა თქმა უნდა წარმოშობს თანამონაწილეობას, პირველ რიგში მოსარჩელე მხარეს, ანუ თანამოსარჩელეებს. თუმცა კანონში არ არის აღნიშნული საერთო ვალდებულების არსებობის თაობაზე, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს საერთო პასუხისმგებლობას, ე. ი როდესაც დარღვეული უფლებისთვის პასუხი უნდა აგოს რამდენიმე პირმა, თანამოპასუხეებმა.
მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან:
მოსარჩელე ფ. პ-მ აღძრა სარჩელი მოპასუხეების თ. პ-ას, თ. პ-ას და ი. პ-ას, ასევე ე. ჭ-ს (თანამოპასუხეების) წინააღმდეგ; დავის საგანს წარმოადგენდა თანამოპასუხეებზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2-ის მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო აღნიშნული სარჩელი წარმოებაში და განიხილა. გადაწყვეტილება შემდგომში გაასაჩივრეს თანამოპასუხეებმა. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თანამოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საკასაციო სასამართლომ გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და თანამოპასუხეთა სარჩელი დააკმაყოფილა.
×
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის30 იანვრის გადაწყვეტილება, საქმე Noას-745-707-2013. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx>[ბოლო წვდომა: 26 ნოემბერი, 2021].
მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან:
მოსარჩელე შპს „ა-1“-მა აღძრა სარჩელი შპს „კ-ე“, შპს „ლ-ი“ და შპს „ს-93“ წინააღმდეგ. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც სარჩელი აღძრულია ერთი მოსარჩელის მიერ რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა.
×
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის16 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე Noას-734-702-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx [ბოლო წვდომა: 26 ნოემბერი, 2021].
მოსარჩელემ ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა მოპასუხეებთან დადებული, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულებები. აგრეთვე, შემდგომში მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.
ზემოთ მოყვანილ ორივე სამართალწარმოებაში, თანამონაწილეებად გვევლინებიან მოპასუხეები, რომელთაც ერთი მოსარჩელის მიმართ აერთიანებთ საერთო ვალდებულება. რა თქმა უნდა, ასეთივე საერთო ვალდებულება შეიძლება აერთიანებდეს მოპასუხეებს რამდენიმე მოსარჩელის მიმართაც. კანონის ჩანაწერი „სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება“, მიმანიშნებელია, უპირველეს ყოვლისა, მოსარჩელეთა საერთო უფლებაზე და არა მოპასუხეთა საერთო ვალდებულებებზე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის „ა“ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეთა საერთო უფლება ან მოპასუხეთა საერთო ვალდებულება.“
1.3. ერთი და იგივე საფუძვლები
თანამონაწილეობის მეორე საფუძველია –„სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იგივე საფუძვლებიდან“.
×
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 86. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149 [ბოლო წვდო-მა: 20 ნოემბერი, 2021].
ასეთ შემთხვევაში თანამონაწილეები არ წარმოადგენენ საერთო უფლების სუბიექტებს. ისინი მხოლოდ იმიტომ მიმართავენ სასამართლოს ერთობლივად, რომ მათი მოთხოვნები ემყარება ერთსა და იმავე საფუძვლებს. რა წარმოადგენს სარჩელის საფუძველს? სარჩელის საფუძველი ეს არის პირველი – ის იურიდიული ფაქტები, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას, მაგ. ხელშეკრულების დადება, ვალდებულების შეწყვეტა და სხვ. ამასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიული ფაქტს ყოველთვის უკავშირდება სამართლებრივი ნორმა, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს, „სარჩელის საფუძვლებში“ ასევე უნდა განვიხილოთ მეორე – სამართლებრივი საფუძვლები. ანუ ის ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსარჩელე იურიდიულად ასაბუთებს თავის მოთხოვნას.ე. ი. „სარჩელის საფუძვლებში“ უნდა ვიგულისხმოთ როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
შეიძლება თუ არა სასარჩელო მოთხოვნები (მოთხოვნა) ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე ან ფაქტობრივ ან სამართლებრივ საფუძველს სხვადასხვა პირის (პირების) მიმართ? ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ თავისუფლად შეიძლება რამდენიმე პირის მოთხოვნა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ერთი მოპასუხის მიმართ ან ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია რამდენიმე მოპასუხის ქმედებით (უმოქმედობით). ე. ი. აუცილებელია ერთი და იგივე საფუძვლების არსებობა, ხოლო მოთხოვნები შეიძლება არ იყოს იდენტური. თუ უფრო დავაზუსტებთ, მოსარჩელის (თანამოსარჩელეთა) მოთხოვნებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება არ იყოს იდენტური, თანამოპასუხეთა ვალდებულებების წარმომშობი მატერიალური სამართლით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ერთი და იგივეა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა მოთხოვნები, რომლებიც ემყარებიან ერთი და იმავე საფუძვლებს, იდენტური თუ არა ერთგვაროვანი სამართლებრივი შინაარსის მაინც იქნებიან.
მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან:
მოსარჩელეებმა ა.გ-ამ და კ.კ-მ აღძრეს სარჩელი სს „ს.რ-ას“ წინააღმდეგ. დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ორივე დასაქმებული მუშაობდა მოპასუხის ფილიალის ერთ-ერთ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში მოპასუხეს მოსარჩელეებისთვის, როგორც დადგენილებით განსაზღვრული დაკავებული საშტატო თანამდებობიდან გათავისუფლებული პირებისთვის, არ შეუთავაზებია სახელშეკრულებო ფონდით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნა, მაშინ, როდესაც სხვა დათხოვნილი პირების მიმართ მოპასუხეს აღნიშნული პირობა არ დაურღვევია. მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბრძანებების მომზადებისა და გამოცემისთვის დაცული არ არის საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, ვინაიდან ბრძანებები გამოცეულია მოსარჩელეთა თანხმობის გარეშე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე.
×
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წ.5 მარტის გადაწყვეტილება, საქმე Noას-952-2020http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx>[ბოლო წვდომა: 26 ნოემბერი, 2021].
მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან:
მოსარჩელე გ. რ.-მა ღძრა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა ნ. და გ. კ.-ების ვ. კ.-ის უღირს მემკვიდრეებად აღიარება. შემდგომში მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. რ.-ის სარჩელის დაკმაყოფილდა, ნ. კ.-სა და გ. კ.-ს ჩამოერთვათ კანონით მემკვიდრეობის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომში საკასაციო სასამართლომ გააუქმა და თანამოპასუხეთა სარჩელი დააკმაყოფილა.
×
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, საქმე Noას-1048-988-2015 http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx [ბოლო წვდომა: 26 ნოემბერი, 2021].
გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ არა მოსარჩელეთა, არამედ ერთი მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება თანამოპასუხეთა მიმართ ერთსა და იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ე. ი. საქმე გვაქვს მოპასუხე მხარეზე მყოფ რამდენიმე პირთან, რომელთა ვალდებულებები ემყარება ერთი და იგივე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ მოთხოვნები უნდა ეფუძნებოდნენ ერთსა და იმავე საფუძვლებს და არა მოპასუხეთა შესაძლო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია ცვლილების შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის „ბ“ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) სასარჩელო მოთხოვნები და/ან რამდენიმე მოპასუხის მოვალეობები გამომდინარეობენ ერთი და იგივე ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი საფუძვლებიდან.“
2. სასარჩელო მოთხოვნების ერთგვაროვნება
თანამონაწილეობის მესამე საფუძველია: „გ) თუ სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი დასაგანი“.
×
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 86. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149 [ბოლო წვდო-მა: 20 ნოემბერი, 2021].
აღნიშნულ შემთხვევაშიც, საყურადღებოა ის, რომ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის მქონე სუბიექტებს არ აკავშირებდეთ ერთმანეთთან რაიმე სახის საერთო უფლებები. ე. ი. საუბარია მოთხოვნის ერთგვაროვნებაზე და არა აღნიშნული მოთხოვნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ერთგვაროვნებაზე. „სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია“ – გაგებული უნდა იქნეს, როგორც თანამოსარჩელეთა მიზანი, ერთნაირი, ერთგვაროვანი სამართლებრივი შედეგის მიღწევისა. მაგალითად: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სხვ. იბადება კითხვა, აქვს თუ არა ასეთ ვითარებაში მნიშვნელობა, ერთგვაროვანი იქნება თუ არა მოთხოვნის ფაქტიური და სამართლებრივი საფუძველი? მაგალითად, მოსარჩელე ითხოვს სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, ხოლო თანამოსარჩელე – მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ცხადია, ასეთ ვითარებაში შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, არ არის მითითება მოპასუხეთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.
მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან:
მოსარჩელეებმა თ. წ-მ, ე. ო-მ და ქ. ძ-მ აღძრეს სარჩელი სს „ტ. და ფ.დ.ე.ც“-ს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლებში, სხვა გარემოებებთან ერთად მითითებულია შემდეგი: პირველ მოსარჩელესა და მეორე მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ დამსაქმებლის 11.06.2015 წ. ბრძანებით, დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევების გამო. პირველი და მეორე მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ მიმღები განყოფილების მენეჯერმა (მესამე მოსარჩელე) საზოგადოების ახალი ხელმძღვანელის მიერ მოლარედ დანიშნული ი.პ-ა ამხილა დარღვევებში. ი.პას შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა მისი ახსნა-განმარტება, რომელშიც იგი მიუთითებდა მიმღებ განყოფილებაში არსებულ დარღვევებზე, გახდა კომისიის შექმნის საფუძველი. სწორედ აღნიშნული კომისიის ოქმში დაფიქსირებული დარღვევების გამო, რომელიც არ უკავშირდებოდა პირველ და მეორე მოსარჩელეს, მათთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
პირველი და მეორე მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მოვალეობებს და არასდროს ყოფილან შემჩნეული რაიმე გადაცდომაში.
პირველი და მეორე მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ხოლო მესამე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო აღნიშნული სარჩელი და განიხილა. სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ბრძანებები მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ და სშკ-ის 38.8, 44-ე, 32.1 მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე, 411-ე მუხლებზე დაყრდნობით საფუძვლიანად მიიჩნია სამუშაოზე აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნა.
×
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. საქმე Noას-259-2020. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx [ბოლო წვდომა: 27 ნოემბერი 2021]
მაგალითი სასამართლო პრაქტიკიდან:
მოსარჩელე გ. ა-ძემ აღძრა სარჩელი მოპასუხეების შპს „პ. ბ“, შპს „კ.ჯ“, ი/მ გ.გ-ძეს, ი/მ ა.კ-ს, შპს „ჯ.ა.კ“-ს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი შპს „პ.ბ-ის“ დაკვეთით ასრულებდა სამუშაოებს სამშენებლო მოედანზე. მის მიერ სამუშაოების შეს- რულების დროს, მეორე მოპასუხეს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მოძრაობის დროს მიიღო სხეულის დაზიანება. შპს „კ.ჯ.“ (შემდეგში: კონტრაქტორი, მესამე მოპასუხე ან მესამე აპელანტი) აწარმოებდა სს „გ.წ. კომპანიის“ გარკვეულ მშენებლობას, დამსაქმებლისა და შპს „ჯ.ა.კ-ის“ (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი, მყიდველი ან ქვეკონტრაქტორი) მეშვეობით.
კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული თანახმად, ქვეკონტრაქტორი ვალდებული იყო, სამუშაოები ისე დაეგეგმა, რომ ხელი არ შეშლოდა ობიექტზე იმავდროულად მიმდინარე სამუშაოებს და საფრთხე არ შექმნოდათ მუშებს; ამავე ხელშეკრულების თანახმად, ქვეკონტრაქტორი დანიშნავდა სამონტაჟო ობიექტზე უბედური შემთხვევის აღკვეთის ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა უსაფრთხოებაზე და უბედური შემთხვევის დაცვაზე. მეოთხე მოპასუხესა და გამყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ტრანსპორტირების უსაფრთხოება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომში გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოსარჩელის დამსაქმებელმა,კონტრაქტორმა და ქვეკონტრაქტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
×
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის18 ივლისის გადაწყვეტილება. საქმე Noას-1423-1343-2017. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx [ბოლო წვდომა: 28 ნოემბერი 2021]
გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები დაფუძნებულია სხვადასხვა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე; თუმცა მოთხოვნა არის ერთგვაროვანი – ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხეებზე სოლიდარულად.
ყურადღებას იმსახურებს შემდეგი საკითხი – როგორ უნდა იქნეს გაგებული „საგანი“? ვფიქრობთ, ნორმის შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე ტერმინი „საგანი“, ამოღე- ბულ უნდა იქნეს. რადგან, ნორმის შინაარს თუ გავყოფთ, იგი შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „1. თუ სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი“ და 2. „თუ სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა საგანი“. სასარჩელო მოთხოვნების ერთგვაროვნების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო საგანი არ არის ერთგვაროვანი გაუმართლებლად და მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.
შეიძლება დავასკვნათ, რომ სამოქალაქო საქმეებზე საპროცესო თანამონაწილეობა ეს არის მოსარჩელეთა მიერ, ჯერ კიდევ სარჩელის აღძვრამდე გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიმართონ ერთობლივად, ანუ ერთობლივი სარჩელით, ან ერთი პირის მიერ გადაწყვეტილება, მიმართოს სასამართლოს სარჩელით რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ. რამდენად მართლზომიერი იქნება მოსარჩელეთა ასეთი გადაწყვეტილება, ან ერთი მოსარჩელის გადაწყვეტილება რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის შესახებ, ეს კანონით დადგენილი და განსაზღვრული წინაპირობებით უნდა იქნას გადაწყვეტილი. ე. ი. თუ თანამონაწილეობა არ ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს, სასამართლო არ მიიღებს ასეთ სარჩელს, ან თუ მიიღებს, შემდეგ გამოყოფს თანამოსარჩელეთა მოთხოვნებს ან თანამოპასუხეთა ვალდებულებებს ცალკე წარმოებად.
3. სარჩელების ობექტური და სუბიექტური გაერთიანება
თანამონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად მიგვაჩნია განვიხილოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილი.
182-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ – არა“.
×
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 182, პუნქტი 1. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149 [წვდომისთარიღი 20 ნოემბერი 2021].
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა, სარჩელების ობიექტური გაერთიანება დასაშვებია, თუ:
მოსარჩელის ყველა მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ცალ-ცალკე აღებული ამავე სასამართლოს განსჯადია, ე. ი. თუ რომელიმე სასარჩელო მოთხოვნა არ არის ამ სასამართლოს განსჯადი, ასეთი მოთხოვნის გაერთიანება არ შეიძლება;
სარჩელი აღძრული უნდა იყოს ერთი და იგივე მოპასუხის მიმართ. ამავე დროს, დაცული უნდა იყოს ზემოთ მითითებული პირობა
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კანონის შემდეგი ჩანაწერი, მოსარჩელის მიერ ერთ სარჩელში რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება შეუძლია „იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ – არა.“
საფუძვლების სამართლებრივ შინაარსს, ჩვენ ზემოთ უკვე შევეხეთ; ისმის კითხვა – უნდა იყოს თუ არა გაერთიანებული მოთხოვნები ერთმანეთთან დაკავშირებული ან ფაქტობრივად ან იურიდიულად? ე.ი. სარჩელების გაერთიანება დასაშვებია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ არ აერთიანებს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი? ამ შემთხვევაში, „საფუძვლებში“ უნდა ჩავთვალოთ პირველ რიგში ფაქტობრივი გარემოებები, რომ ერთნაირი იყოს, და არა სამართლებრივი საფუძვლები. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა ისეთი მოთხოვნების ერთ სარჩელში გაერთიანება, როგორიცაა, მაგ. ბინის ქირავნობის ხელეკრულებიდან
გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და ალიმენტის გადახდევინების შესახებ მოთხოვნის გაერთიანება? ეჭვს არ იწვევს ის, რომ ასეთი მოთხოვნების გაერთიანებას არ მოყვება სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, უნდა განხორციელდეს ცვლილება 182-ე მუხლის პირველ ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთსა და იმავე მოპასუხის მიმართ, თუ ეს მოთხოვნები ემყარება ერთსა და იმავე ან ერთგვაროვან ფაქტობრივ და/ან სამართლებრივ საფუძვლებს“.
შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს მოსარჩელის რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება ერთი მოპასუხის მიმართ. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ადგილი არა აქვს თანამონაწილეობას.
განსხვავებულ ვითარებას ეხება ამავე მუხლის მე-4 ნაწილი, კერძოდ: „4. თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება“.
×
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 182, პუნქტი 4. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149 [ბოლოწვდომა: 20 ნოემბერი, 2021].
ე.ი. ასეთ შემთხვევაში, კანონი იძლევა შესაძლებლობას გაერთიანდეს ის სარჩელები, სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც ცალ-ცალკე უკვე აღძრულია სასამართლოში. ეს იძლევა სამართლებრივ საშუალებას, რომ ადგილი ჰქონდეს შემგომში თანამოსა რჩელეთა, როგორც თანამოწილეთა არსე- ბობას სამოქალქო სამართალწარმოებისას. ამასთან ერთად, კანონის ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, რომ ერთი და იგივე პირები მონაწილეობდნენ. ანუ, დასაშვებია, რომ შემდგომში გასაერთიანებელ საქმეში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მოსარჩელეები (თანამოსარჩელეები) ან სხვადასხვა მოპასუხეები (თანამოპასუხეები). მაგ. აღძრულია სარჩელები ხვადასხვა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით.
იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სასამართლოში აღძრული სარჩელების, სასარჩელო მოთხოვნების შემგომში გაერთიანება, კანონის თანახმად, აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა:
გასაერთიანებელი საქმეები უნდა იყოს ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული;
ასეთ საქმეთა გაერთიანებად უნდა მოყვეს დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა და გადაწყვეტა.
აღნიშნულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ გაერთიანებულ საქმეებში მონაწილეობდნენ ერთი და იგივე პირები. პირიქით,გაერთიანებულ საქმეებში შეიძლება მონაწილეობდნენ სხვადასხვა პირები – მოსარჩელეები თუ მოპასუხეები.
თავისუფლად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ასეთი სახით სასარჩელო მოთხოვნების გაერთიანებამ, სრულიად თავისუფლად შეიძლება წარმოშვას თანამონაწილეობა
182-ე მუხლთან დაკავშირებით, შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: სარჩელების ობიექტური გაერთიანება ეს არის მოსარჩელის მიერ სხვადასხვა მოთხოვნების გაერთიანება ერთი მოპასუხის მიმართ, რაც თავის მხრივ ვერ წარმოშობს თანამონაწილეობას; ხოლო სარჩელების სუბიექტური გაერთიანება, შეიძლება იყოს შემდგომში თანამონაწილეობის წარმოშობის კანონისმიერი საფუძველი. განსხვავება 86-ე მუხლით წარმოქმნილ თანამონაწილეობასთან მიმართებით, არის ის, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე აღძრული და წარმოებაში მიღებული სასარჩელო მოთხოვნების გაერთიანებასთან,ხოლო 86-ე მუხლით გათვალისწიებულ შემთხვევაში, ერთობლივად სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ თანამონაწილეები. ამავე დროს, საქმეების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც მხარეთა შუამდგომლობით, ასევე უშუალოდ მოსამართლის ინიციატივით. მთავარი კრიტერიუმის გათვალისწინებით – გაერთიანებას შედეგად უნდა მოყვეს დავის უფრო სწრაფად და ობიექტურად განხილვა-გადაწყვეტა.
შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა – მიუხედავად სარჩელების ობიექტური გაერთიანების თუ სარჩელების სუბიექტური გაერთიანების საფუძვლებისა, ან/და შემდგომში გაერთიანებული საქმეებიდან ერთის ან რამდენიმეს ცალკე წარმოებად გამოყოფა მხოლოდ ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: საქმის სწრაფად და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ობიექტურად განხილვასა და გადაწყვეტას.
დასკვნა
სარჩელის ელემენტები, როგორიცაა სარჩელის საგანი და სარჩელის საფუძვლები (ფაქტობრივი და სამართლებრივი) გამომდინარეობენ მატერიალური სამოქალაქო სამართლიდან; აქედან გამომდინარე, მატერიალური სამართალი ადგენს, სამოქალაქო სამართალწარმოებაში გვექნება თუ არა საქმე თანამონაწილეობასთან. რაც შეეხება პროცესუალურ-სამართლებრივ შედეგებს, მათი განსაზღვრა ხდება სამოქალაქო საპროცესო სამართლით.
თანამონაწილეობით საქმის განხილვა საშუალებას აძლევს სასამართლოს (მოსამართლეს) უფრო სრულყოფილად და სწორად გამოიკვლიოს სარჩელის საფუძვლები – ფაქტიური თუ სამართლებრივი – და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.
სასარჩელო მოთხოვნების, მათი საფუძვლებისა და მოპასუხეთა საერთო ვალდებულებების ურთიერთმიმართების ანალიზიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, 86-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:
სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეთა საერთო უფლება ან მოპასუხეთა საერთო ვალდებულება;
სასარჩელო მოთხოვნები და/ან რამდენიმე მოპასუხის მოვალეობები გამომდინარეობენ ერთი და იგივე ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი საფუძვლებიდან.
სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი“.
ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს, აგრეთვე 182-ე მუხლის პირველი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ეხება თანამონაწილეობის ინსტიტუტს. კერძოდ, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთსა და იმავე მოპასუხის მიმართ, თუ ეს მოთხოვნები ემყარება ერთსა და იმავე ან ერთგვაროვან ფაქტობრივ და/ან სამართლებრივ საფუძვლებს“.
BIBLIOGRAPHY:
Used Literature:
Liluashvili, T., Liluashvili, G., Khrustali, V. and Dzlierishvili, Z., (20140. Civil Procedure Law. Part I, Tbilisi: Law Publishing House. (in Georgian)
Nachkebia, A; 2014. Definitions of civil Law norms in the practice of the Supreme Court. Tbilisi: German Societe for International Cooperation. (in Georgian)
Hagenloch, U; et al., (2020). Commentary on the Code of Civil Procedure; Featured Articles. Tbilisi: German Societe for International Cooperation. (in Georgian)