ხშირად დასმული კითხვები

ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ დასაბეჭდად მიიღება სამართლის დარგის აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, დოქტორანტებისა და პრაქტიკოსი იურისტების ნაშრომები.
ჟურნალში სტატიის გამოგზავნის წესი და პირობები მოცემულია მთავარ გვერდზე სახელწოდებით „გამოაგზავნეთ სტატია“. გამოგზავნა შეგიძლიათ სტატიების კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში, დახურული აპლიკაციის შემთხვევაში, დაელოდეთ შემდგომი კონკურსის გამოცხადებას.
სტატია შეიძლება მომზადდეს სამართლის თემატიკის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე.
ჟურნალში გამოქვეყნება არის უფასო. სტატიის ტექსტის შემოწმების, ტექნიკური კორექციის და გამოქვეყნების ხარჯებს ფარავს რედაქცია.
რეცენზენტს არ აქვს ინფორმაცია ვის ნაშრომს ამოწმებს, ხოლო სამეცნიერო ნაშომის ავტორს არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მისი ნაშრომის რეცენზენტი.
რეცენზენტები არიან მსოფლიოს სხვადასვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან.
სტატიის შეფასების პროცესი გრძელდება 2-3 კვირა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, იგი შეიძლება გახანგრძლივდეს გონივრული ვადით რეცენზეტის მოთხოვნის შესაბამისად.
ავტორებს ენიჭებათ უნიკალური საერთაშორისო კოდი (ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი – DOI), რაც საერთაშორისო სამეცნიერო რეიტინგულ ბაზებში მათ ღია წვდომას უზრუნველყოფს. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრის ნაშრომის ხილვადობას და ავტორის ცნობადობას საერთაშორისო მაშტაბით.
სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს პირველადი ნაშრომის სახით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნეული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული.

სხვა კითხვის შემთხვევაში შეავსეთ ფორმა

გამოქვეყნების ენა

ქართული

ინგლისური

ფრანგული

გერმანული

ესპანური

მთავარი რედაქტორი