DOI
შემოკლება
L.A.W.
გამოცემა
ავტორთათვის
სარედაქციო კოლეგია
მთავარი რედაქტორი
საერთაშორისო სამართლის დოქტორი. ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი
ელ-ფოსტა: Ioseb.Kelenjeridze@gmail.com
იოსებ კელენჯერიძე
იოსებ კელენჯერიძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2000 წელს კი - ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, რომანისტიკის სპეციალობით (ფრანგული ენა და ლიტერატურა). 2005-2007 წლებში სწავლობდა საფრანგეთში გრენობლის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (Maset II). 2015 წელს მიენიჭა საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი.
გავლილი აქვს დიპლომირებული პროფესიონალური სასწავლო კურსები საერთაშორისო სამართალში ჟან მონეს (რენი) და სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტებში. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში გავლილი აქვს პროფესიული წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში (2012-2015 წწ).
სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ამჟამად არის ევროპის უნივერტიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
არის სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „სამართალი და მსოფლიოს“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, პროექტის, სემინარისა და ტრენინგის ორგანიზატორი და მონაწილე.
კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო საჯარო სამართალში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებში.
წევრები

გიორგი ღლონტი
სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი
გიორგი ღლონტი
სამართლის დოქტორი, პროფესორი
აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში (E.U., U.N., OSCE, UNICEF, UNDP, NATO) და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება,
როგორც მოწვეული მკვლევარი მუშაობდა საერთაშორისო კონტექსტში (EUROSTAT, U.N., Criminal Justice Sourcebook Team, E.U. Society of Criminology) და საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან (საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკურატურა).
მუშაობდა შსს პოლიციის აკადემიაში სისხლის სამართლის კათედრის უფროსის მოადგილედ. არის პოლიციის პოლკოვნიკი თადარიგში.
2018 წლიდან მუშაობს აფილირებულ პროფესორად ევროპის უნივერსიტეტში. ატარებს ლექციებს სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის, არის ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი.
2018-2019 წლებში იყო მიწვეული ექსპერტი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში
2018-2019 წლებში მუშაობდა ექსპერტად და სამუშაო ჯგუფის წევრად ევროკავშირის პროექტში გენერალურ პროკურატურაში (Georgia Project Prosecution Criminal Justice Support Project EU4Justice: Support to Justice Reform.) ამზადებდა დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკატორის (International Classification of Crime for Statistical Purposes -ICCS UNODC) ქართულ ადაპტირებულ ვერსიას. აგრეთვე, ამზადებდა რეკომენდაციებს სტატისტიკური ანალიზის გამოყენების თაობაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და ანგარიშგების უნარების გასაუმჯობესებლად.
2020 წლიდან არის დანიშნული ევროკავშირის პროექტის “Support to the Security Sector Reform program preparation in Georgia – E.C. Reference ხელმძღვანელად. საერთაშორისო გუნდთან ერთად კოორდინაციას უწევს დანაშაულის და ვიქტიმიზაციის კვლევას საქართველოში.
აქვს მიღებული გრანტები და სტიპენდიები, მათ შორის:
- გრანტი USAID "Good Governance and Public Administration Strengthening (GGPAS). საექსპორტო დახმარება ყირგიზეთის შსს.
- გრანტი USAID "Good Governance and Public Administration Strengthening (GGPAS) "Kyrgyzstan Crime Victimization Survey" 2015
- ევროკომისიის გრანტი ვიქტიმიზაციის კვლევა საქართველოში 2010-2012
- შოთა რუსთაველის ფორდის გრანტი; მონოგრაფიის „კორუფციის სოციოლოგიური და სამართლებრივი დახასიათება საქართველოში“ მომზადება
- გრანტი Erasmus Mundus Program – Violation of human rights: domestic violence in Georgia 10.05.2009-10.08.2009
- შეერთებული შტატების საელჩოს გრანტი - ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის მომზადება და იმპლემენტაცია
- საქართველოს განათლების სამინისტროს გრანტი - კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოს მომზადება
მუშაობდა მოწვეულ პროფესორად:
- Max-Planck Institute for International and Foreign Criminal Law, Freiburg, Germany, DAAD program (11-ჯერ 1999-2020 წლებში)
- The University of Hull, Hull upon Kingston. U.K. Visiting scholar Erasmus Mundus GEMMA Program, (2009-2009)
- Monash University Prato, Italy (10/05/2008-10/07/2008)
- American University, Washington, D.C. USA Fulbright Program (1999 – 2000).
- Rutgers University. The School of Criminal Justice, Newark, N.J., USA IREX program, (1994 – 1995)
გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ცხრა სახელმძღვანელო და მონოგრაფია

მერაბ ტურავა
სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოს საკონსტიტუტიო სასამართლოს თავმჯდომარე
მერაბ ტურავა

მარტინ კოლე
მარტინ კოლე – Panthéon-Assas-ის (Paris II) უნივერსიტეტის პროფესორი
მარტინ კოლე

ლევან ჯაყელი
საერთაშორისო სამართლის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ლევან ჯაყელი

თამარ ლალიაშვილი
სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი
თამარ ლალიაშვილი
1988 წელს თამარ ლალიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. თამარი გახლდათ პროკურორი, იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტი და მოსამართლე. 2001-2006 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2000-2001 წლებში გახლდათ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 რაიონული სასამრთლოს მოსამართლე, 1992-1999 წლებში გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, 1990-1992 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტი.
1997-1998წწ. სტაჟირება გაიარა ქ. ბრემენის პროკურატურასა და საქალაქო სასამართლოში; იყო ფრიდრიხ - ებერტის ფონდის სტიპენდიატი; 2007-2010 წლებში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა: საპროცესო შეთანხმების შედარებითი ანალიზი “გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად”.
თამარი არის ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესოსბის ასოციაციის დამფუძნებელი, 2002-2003 საქართველოში სისხლის სამრთლის რეფორმების განმახორციელებელი სამთავრობო კომისიის წევრი. ის გახლდათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე მომუშავე კომისიის წევრი. 2011-2013 საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი. 2019 წლიდან გახლავს სამოქალაქო იდეის ექსპერტი.

შალვა ქურდაძე
სამართლის დოქტორი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ადვოკატი
შალვა ქურდაძე

ანა ჭიღიტაშვილი
სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი
ანა ჭიღიტაშვილი

ჰანს იურგენ ზახორკა
ევროპული ინსტიტუტის ლიბერტას დირექტორი (გერმანია), ყოფილი ევროპარლამენრტარი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ადვოკატი
ჰანს იურგენ ზახორკა

პატრიკ ტერი
კენტის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (ინგლისი), კელის საჯარო ადმინისტრაციის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია)
პატრიკ ს. რ. ტერი

ალექსანდრე ღლონტი
ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი. საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი.
ალექსანდრე ღლონტი

ლევან მესხორაძე
ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის ეროვნული/საერთაშორისო ექსპერტი
ლევან მესხორაძე

უილიამ ბილ ვოტკინსი
სამხრეთ კაროლინას (აშშ) მოქმედი პროკურორი. ოუკლენდის (აშშ, კალიფორნია) დამოუკიდებელი ინსტიტუტის მკვლევარი
უილიამ ვოტკინსი

ბაკურ ლილუაშვილი
სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი
ბაკურ ლილუაშვილი

თათული დოლიძე
სამართლის დოქტორი, ევროოპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი
თათია დოლიძე

როინ მიგრიაული
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი
როინ მიგრიაული

მარკ სპეისერი
ფლორიდის შტატის საოლქო სასამართლოს მოსამართლე (აშშ)
მარკ სპეისერი
მარკ სპეისერს უმაღლესი განათლება ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. 1972 წელს ჩრდილოეთ კაროლინის, 1976 წელს კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა. წლების მანძილზე იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს აშშ-ს პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, წარმომადგენელთა პალატასა და საოლქო სასამართლოში.
სპეისერს ლექციები მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტში აქვს ჩატარებული, მათ შორის ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტში, ტალინის სამართლის სკოლაში, უკრაინის დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტში, მინსკის უნივერსიტეტში, ბელორუსის უნივერსიტეტში და აშშ-ს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ეკატერინე ლაფაჩი
სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი
ეკატერინე ლაფაჩი

გიორგი გორაძე
სამართლის დოქტორი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი
გიორგი გორაძე

გიორგი ხატიძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
გიორგი ხატიძე
2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. 2006 წელს დაასრულა წინარე სამაგისტრო/ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამა ბელერბის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). 2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, მათშორის საქართველოს ეროვნულ ბანკში (2004-2005 წ.წ.). სილქ როუდ ჯგუფში, სამართლებრივ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე (2012-2016 წ.წ.). მსოფლიო ბანკში, საქართველოში საინვესტიციო გარემოს პროექტზე იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე (2014-2016 წ.წ.). 2016-2020 წლებში გახლდათ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი.
2010 წლიდან გიორგი ხატიძე ეწევა აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში, როგორც საქართველოში ისე უცხოეთში. ლექციებს კითხულობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA); ევროპის უნივერსიტეტში; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. 2012-2016 წლებში გახლდათ ჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) ასოცირებული ლექტორი. 2014 წელს, გიორგი გახლდათ მასარიკის უნივერსიტეტის (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი.

დევიდ კოლბე
ვალპარაისოს უნივეერსიტეტის სამართლის დოქტორი, ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის წევრი
დევიდ კოლბე
1981 წელს დევიდ კოლბე გახდა სამართლის დოქტორი ვალპარაისოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 1981 წლიდან დევიდი ადვოკატად მუშაობს სხვასხვა კერძო და საჯარო სტრუქტურებში.1995-1998 წლებში იგი ინდიანას შტატის 54 მოწვევის სასამართლოში აღმასრულებელ ადვოკატად აირჩიეს.
1998 წელს მან დაარსა საკუთარი საადვოკატო ფირმა და მას დღემდე უდგას სათავეში. კოლბე ინდიანას შტატის ადვოკატთა ასოციაციის წევრია და წლების განმავლობაში იყო ამ ასოციაციის ჟურნალის საგამომცემლო კომიტეტის წევრი.
იგი არაერთი სტატიის ავტორია და მსახურობს როგორც მოწვეული ლექტორი: აშშ-ში, ინდიანაში, ლატვიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, ალბანეთსა და საქართველოში.

კახა გოშაძე
სამართლის დოქტორი, ევროოპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი
კახა გოშაძე

მამუკა შენგელია
სამართლის აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი.
მამუკა შენგელია
მამუკა შენგელიამ 1997 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წინაშე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს ამავე უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო–პედაგოგიური წოდება.
1992–1994 წლებში წარჩინებით დაასრულა თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა, 1988 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საგრანტო პროექტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებში და ტრენინგებში საერთაშორისო საჯარო სამართლის და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით, აგრეთვე, მონაწილეობდა პოლონეთის რობერტ შუმანის სახელობის ფონდის მიერ მომზადებულ პროექტში ქართველი იურისტებისა და სამართლის ლექტორებისათვის; ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სასწავლო კურსში „საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი“, ხოლო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში: კლინიკური იურიდიული განათლების კონცეფცია და იურიდიული კლინიკა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში; სასამართლოს დამოუკიდებლობა და იურიდიული განათლება როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემის საყრდენი და სხვა. მონაწილეობდა შეხვედრებში სტრასბურგში - ევროპის საბჭოში, ევროპარლამენტში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა საერთაშორისო საჯარო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელშიც გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფია.