ISSN (ბეჭდვითი): 2346-7916

ISSN (ელექტორნული): 2587-5043

წვდომა: ღია წვდომა

რატომ ჩვენთან

საზოგადოება: „სამართალი და მსოფლიო“ წარმოადგენს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ გამომცემლის, ავტორთა და მკითხველთა საზოგადოებას;

კომუნიკაცია: პირდაპირი და ღია დიალოგი მომხმარებელთან ნებისმიერ დონეზე;

ხარისხი: ჟურნალი პასუხისმგებელია გამოქვეყნების ხარისხზე და ამ კუთხით მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი. ჩვენი ამოცანაა საერთაშორისო დონეზე მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის დამკვიდრება;

ღია წვდომა: სამართალი და მსოფლიო არის ღია წვდომის ჟურნალი, რაც ნიშნავს, რომ მისი შიგთავსი სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მომხმარებელს უფლება აქვს წაიკითხოს, ჩამოტვირთოს, დააკოპიროს, გააზიაროს, დაბეჭდოს, იკვლიოს ან მიუთითოს სტატიების სრული ტექსტის ბმული, ან გამოიყენოს ისინი სხვა რაიმე სამართლებრივი მიზნით გამომცემლის ან ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე.

ძლიერი ღირებულებები: ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“ არის სამართლის მეცნიერთა შრომებისათვის განკუთვნილი სტაბილური პლატფორმა, რომელიც მაღალი ხარისხის ნაშრომების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს. ჩვენთან სტატიის გამოქვეყნებით იზრდება ავტორის საერთაშორისო ცნობადობა, იგი ხვდება საერთაშორისო ციტირების ნიშნულში, რაც ყველა მეცნიერისთვის სასარგებლო და საინტერესოა.

ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოს“ სტატიის ავტორებს ენიჭებათ უნიკალური საერთაშორისო კოდი DOI, რაც ყველა საერთაშორისო ბაზაში მათ ღია წვდომას უზრუნველყოფს. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრის ავტორის ცნობადობას საერთაშორისო მაშტაბით;

ჩვენ ვუზრუნველყოფთ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებული აკადემიური სტილის დამკვიდრებას. მიმართული ვართ, რომ თქვენი იდეის ციტირება მოხდეს მსოფლიო მკვლევრების, ინსტიტუციებისა და საზოგადოების მიერ, პასუხისმგებელი ვართ, თქვენი კვლევა გავიტანოთ ფართო ასპარეზზე, რათა მაქსიმალურად ხილვადი და ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიო სამეცნიერო წრეებისთვის;

საერთაშორისო აღიარებები და ხილვადობა: ჟურნალი მოხვედრილია საერთაშორისო რეიტინგულ ინდექსირებად ბაზებში, აღნიშნული ბაზები მიზნად ისახავენ კვლევითი მუშაობის და ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა სფეროში, ორიენტირებულნი არიან მკვლევარისთვის აკადემიური ბაზების მომსახურებათა შეთავაზებაზე, ციტირების ინდექსირებაზე, ახდენენ ჟურნალის შეფასებას ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიცაა ნაშრომის ორიგინალურობა, ციტირება, რედაქტირების ხარისხი, მუდმივობა და საერთაშორისო ცნობადობა;

ინოვაცია: ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ამ სფეროში განხორციელებულ სიახლეებსა და ცვლილებებს, ვახდენთ მათ ინტეგრაციას ჟურნალის საქმიანობაში;

გარემოს მდგრადობა: „სამართალი და მსოფლიო“ 5 წელია სტაბილურად ფუნქციონირებს. ჟურნალის რედაქცია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და მასზე გავლენას ვერ ახდენენ პოლიტიკური ფაქტორებები;

სარედაქციო კოლეგია: ჟურნალს ჰყავს სამართლის დარგის აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი იურისტებისაგან შემდგარი სარედაქციო კოლეგია. კოლეგიის წევრებს შექმნილი აქვთ ფუნდამენტური შრომები სამართლის დარგში, ფლობენ პრაქტიკულ და თეორიულ კვალიფიკაციას და არიან აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართლმცოდნეები.