2019 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ევროპის უნივერსიტეტში, სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, სისხლის სამართლის პროცესის პროფესიული ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც სპეციალურად მოწვეული ამერიკელი პროფესორი, ადვოკატი (კალიფორნია) მარტინ მარტინეზი უძღვებოდა.
კურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ასევე პროფესიონალმა იურისტებმა (მაგისტრებმა, ადვოკატებმა, ლექტორებმა).
მარტინ მარტინეზმა ქართველ სტუდენტებს აშშ-ის სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებები გააცნო.
ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. გამოვლინდა ყველაზე წარმატებული სტუდენტი – ბექა ლაგურაშვილი, რომელმაც მაქსიმალური ქულა დააგროვა.
წარმატებული მონაწილე „იურისტების სამყაროს“ სასაჩუქრე ვაუჩერით დააჯილდოვდა.




