სარედაქციო კოლეგია

იოსებ კელენჯერიძე

+995 2 000 171 (116) ikelenjeridze@esu.edu.ge მთავარი რედაქტორი facebook
იოსებ კელენჯერიძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2000 წელს კი - ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი რომანისტიკის სპეციალობით (ფრანგული ენა და ლიტერატურა). 2005-2007 წლებში სწავლობდა საფრანგეთში გრენობლის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2015 წელს მიენიჭა საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი. გავლილი აქვს დიპლომირებული სასწავლო კურსები საერთაშორისო სამართალში ჟან მონეს (რენი) და სორბონის (პარიზი) უნივერსიტეტებში. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში გავლილი აქვს პროფესიული წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასერტიფიკატო კურსები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში (2012-2015 წწ). სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში. კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო საჯარო სამართალში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამოცემებში. არის მრავალი საერთაშორისო პროექტის, კონფერენციის, სემინარისა და ტრენინგის ორგანიზატორი და მონაწილე. იოსებ კელენჯერიძე გახლავთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. უძღვება სალექციო კურსებს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

ISSN (print) 2346-7916

ISSN (online) 2587-5043

Online