სარედაქციო კოლეგია

ლევან მესხორაძე

levan.meskhoradze@gmail.com სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
ლევან მესხორაძე არის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მრავალი წლის გამოცდილების მქონე იურისტი. ლევან მესხორაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ევროპული სამართლის მაგისტრატურა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამა. ლევან მესხორაძეს აქვს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სფეროში, სისხლის მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით და მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება. 2016 წლიდან ის არის ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი; 2008-2016 წლებში მას ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა და იყო საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რამდენიმე წელია, ლევან მესხორაძე არის ევროპისა საბჭოსა და ევროკავშირის საერთაშორისო კონსულტანტი, ევროპის საბჭოსა და ეუთოს სისტემაში მოქმედი არაერთი ორგანოსა და სამუშაო ჯგუფის წევრი. ის არის ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის ეროვნული/საერთაშორისო ექსპერტი. 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში. ლევან მესხორაძე არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი.

ISSN (print) 2346-7916

ISSN (online) 2587-5043

Online