სარედაქციო კოლეგია

ჯინეტ ვანესა ბროუ ოდი

სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
ჯინეტ ვანესა ბროუ ოდის მინიჭებული აქვს შემდეგი აკადემიური ხარისხები: აბიჯანის საუნივერსიტეტო ინსტუტის მაგისტრი (2) საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სამართალში; ამავე ინსტიტუტის მაგისტრი (1) კერძო სამართალში; სამართლის ბაკალავრი, ასევე აბიჯანის საუნივერსიტეტო ინსტუტში; 2009 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქალბატონი ჯინეტი მუშაობდა დიპლომატიურ ასისტენტად კოტ’დიუვარის საგარეო საქმეთა სამინისტროში, აბიჯანში. 2012 წლის იანვრიდან ის იყო მოხალისე წითელი ჯვრის კოტ’დიუვარის ეროვნულ საზოგადოებაში, აბიჯანში, რა დროსაც მონაწილეობას იღებდა წითელი ჯვრის საქმიანობის არეალის განსაზღვრის და პირველადი დახმარების გააქტიურების კამპანიაში, დახმარებას უწევდა საველე ჰუმანიტარულ აქტივობებში. 2012 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ქალბატონი ჯინეტი მუშაობდა სამართლებრივ ასისტენტად აბიჯანში ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დახმარების დეპარტამენტში. 2013 წლის ივნის-ივლისში ის იყო სამართლებრივი ასისტენტი იურიდიულ ფირმაში, სადაც ასრულებდა ადამიანის უფლებებთან, სისხლის მატერიალურ და პროცედურულ სამართალთან დაკავშირებით სამართლებრივ კვლევებს; 2013 წლის ივლისიდან აგვისტომდე გახლდათ სამართლებრივი ასისტენტი არასამთავრობო ორგანიზაციაში “აფრიკის ბიურო განვითარებასა და თანამშრობლობისთვის”, დაკარში, სადაც მონაწილეობას იღებდა შეხვედრებში გაეროს უმაღლეს კომისართან ლტოლვილტა საკითხებში. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის იანვრამდე ჯინეტ ვანესა ბროუ ოდი იყო დირექტორის ასისტენტი არასამთავრობო ორგანიზაციაში “მოძრაობა განათლებისთვის, ჯანდაცვასა და განვითარებისთვის”, სადაც აწარმოებდა კამპანიებს ბავშვთა უფლებების დასაცავად. 2014 წლის აგვისტოს და 2015 წლის ივლისს შორის ის მუშაობდა კოორდინატორად არასამთავრობო ორგანიზაციაში “ორგანიზაცია მოქალაქეობის არქონის შემცირებისთვის”.

ISSN (print) 2346-7916

ISSN (online) 2587-5043

Online