სარედაქციო კოლეგია

შალვა ქურდაძე

სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
შალვა ქურდაძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2003 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1999 წლიდან 2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილებაში. იგი 2000 წლიდან დღემდე უძღვება ლექცია-სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2005 წლიდან არჩეულ იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასიტენტ - პროფესორად. 2007 წლიდან 2009 წლის ჩათვლით გახლდათ საბანკო-საფინანსო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2009 წლიდან არჩეულ იქნა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ-პროფესორად. 2010 წლიდან არის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კერძო სამართლის კათედრის გამგე, 2014 წლიდან კი პროფესორი. 2011 წლიდან პარალელურად არჩეულ იქნა თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს „კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“ -ს სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატთა სკოლის ხელძღვანელის თანამდებობაზე. 2014 წლიდან ის გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. შალვა ქურდაძე არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამენიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2001 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. იგი გახლავთ რამდენიმე სახელძღვანელოსა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის ეუთოს მიერ გამოყოფილი საერთაშორისო გრანტით დაფინანსებული ნაშრომის. ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის. ეწევა საექსპერტო საქმიანობას. ის გახლდათ სამეცნიერო ჟურნალ ცხოვრება და კანონის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2015 წლიდან არის საერთაშორსიო სამეცნიერო ჟურნალ “სამართალი და მსოფლიო”-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს. ყავს მეუღლე და ორი შვილი.

ISSN (print) 2346-7916

ISSN (online) 2587-5043

Online