სარედაქციო კოლეგია

ბაკურ ლილუაშვილი

სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
ბაკურ ლილუაშვილმა 1999 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, 1995 წელს თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი, 2010 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 2001-2014 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, კერძო სამართლის სექტორის უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის კანონმდებლობის სისტემატიზაციის სექტორის მთავარი სპეციალისტი. სხვადასხვა წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში სანივთო სამართლის, სამოქალაქო სამართალის შესავლისა და კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სალექციო კურსებს უძღვება. ბაკურ ლილუაშვილი არის სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საერთო სამართლისა და დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრი და სხვ. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და ტრენინგში.