სარედაქციო კოლეგია

თათული დოლიძე

dolidze.tatia@eu.edu.ge სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
თათული დოლიძემ 2012 წელს წარმატებით დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. აქვს იურისტად მუშაობის ათწლიანი გამოცდილება. 2007 წლიდან დღემდე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში, მათ შორის უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. 2005-2008 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემიის ვიცეპრეზიდენტი იყო. 2009 წელს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერი გახლდათ. 2009-2012 წლებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტისა და სამართლის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობებს იკავებდა. 2012 წლიდან დღემდე არის საკონსულტაციო კომპანია Financial and legal Consulting Group-ის იურიდიული სამსახურის უფროსი და კომპანია ზოდი პლიუსის მთავარი იურისტი. ამასთან არის არაერთი მსხვილი კომპანიის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. 2016 წლიდან ევროპის უნივერსტეტიში სალექციო კურსებს სისხლის სამართლის მიმართულებით ხელმძღვანელობს. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებასა და ტრეინინგში. არის 15 სამეცნიერო სტატიის ავტორი და ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი. ამასთან, 2017 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტთან არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.