სარედაქციო კოლეგია

გიორგი ღლონტი

ilrgeo@yahoo.com სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
1984 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი ქ. მოსკოვში თემაზე: "ძალადობრივი დანაშაულობის მოტივები". 1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრაზე. 1991 წლიდან დღემდე არის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996-1998წწ. იყო საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. 1999 წლიდან დღემდე არის საქართველოს სამართლებრივი რეფორმების ინსტიტუტის დამფუძნებელი. 2002-2003 წლებში იყო ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის ცენტრის თბილისის ოფისის დირექტორი. 1994-1995 წლებში IREX პროგრამის მხარდაჭერით მუშაობდა აშშ-ში მიწვეულ პროფესორად “რატგერსის უნივერსიტეტის” კრიმინალური იუსტიციის სკოლაში, Newark, New Jersey. 1999-2000 წლებში Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად აშშ-ში “ამერიკის უნივერსიტეტის” ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობისა და კორუფციის ოფისში, Washington DC. 1998, 2007, 2010 წლებში იყო DAAD და Max Plank-ის საზოგადოების სტიპენდიანტი და სამეცნიერო კვლევებს ატარებდა საერთაშორისო სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მაკს პლანკის ინსტიტუტში, ფრაიბურგი, გერმანია. 2008 წელს მუშაობდა მიწვეულ პროფესორად იტალიაში, მონაშის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2009 წელს Erasmus Mundus პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ბრიტანეთში ხალის უნივერსიტეტში (Kingston upon Hull). მოპოვებული აქვს 25-მდე სამეცნიერო გრანტი Soros, Eurasia, Fulbright’s, MacArthur’s, IREX, Erastus Mundus, Max Planck-ის, რუსთაველის ფონდების დაფინანსებით. არის ევროპისა და აშშ-ის კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი და საქართველოს კრიმინოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2002 წლიდან კი ევროპული სისხლისსამართლებრივი სტატისტიკის კრებულის რედკოლეგიაში - საქართველოს წარმომადგენელი. გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო ნაშრომი - მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და სამეცნიერო სტატიები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მათ შორის, არის 2003 და 2008 წელს გამოცემული კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოების მთავარი რედაქტორი და ავტორი; აგრეთვე გახლავთ ავტორი 8 მონოგრაფიისა ("კანონიერი ქურდები საქართველოში", "ადამიანის ტრეფიკინგი საქართველოში", "კორუფცია საქართველოში" და ა.შ.).