სარედაქციო კოლეგია

პატრიკ ს. რ. ტერი

terry@hs-kehl.de სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
გერმანიის კელის უნივერსიტეტის სამართლის პროფეროსი საჯარო ადმინისტრაციის მიმართულებით პატრიკ ტერი კითხულობს ლექციებს სამოქალაქო, საოჯახო, დასაქმებისა და ევროპულ სამართალში ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მისი მთავარი კვლევის ინტერესი არის საერთაშორისო საჯარო სამართლი, სადაც გამოქვეყნებული აქვს სტატიები საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა ჟურნალებში. 2015 წლის ოქტომბრიდან იგი ასევე არის უნივერსიტეტის კომიტეტის წევრი, რათა უზრუნველყოს კარგი სამეცნიერო პრაქტიკა და საუნივერსიტეტო კონტაქტები დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ის ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა მოსამართლედ ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, გერმანიაში. როგორც მოსამართლე, იგი ძირითადად განიხილავდა სამოქალაქო, კომერციულ, საოჯახო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საქმეებს. პატრიკ ტერი არის საერთაშორისო საჯარო სამართლის მეცნიერებათა დოქტორი; საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი (რომელიც მიანიჭა კენტის უნივერსიტეტმა, დიდი ბრიტანეთი); მას ასევე ორჯერ მიენიჭა სამართალმცოდნის ხარისხი, (გერმანიის შტუტგარდის იუსტიციის სამინისტროსა და ტიუბინგენის უნივერსიტეტის მიერ).