სარედაქციო კოლეგია

ლევან ჯაყელი

l.jakeli@bsma.edu.ge სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
1998-2001 წლებში სწავლობდა ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ქალაქ მოსკოვში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე 2002 წელს საერთაშორისო სამართალში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1991-1998 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდულ ფაკულტეტზე (ერთსაფეხურიან ხუთწლიან საგანამანათლებლო პროგრამაზე). 1993-1995 წლებში სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია. 2002 წლიდან ლექციებს კითხულობს და ეწევა სამეცნიერო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012 წლიდან არის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 2012 წლიდან 2015 წლამდე იყო ზუგდიდიდს შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფეესორი. უძღვება ლექციებს საერთაშორისო სამართალსა და მის ცალკეულ დარგებში. 2011 წლიდან არის უმაღლესი განათლებისს აკრედიტაციის ექსპერტი. იყო აჭარის არ მთავრობის საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, პრაქტიკულ იურიდიულ საქმიანობას ეწევა ცალკეულ კერძო კომპანიებში. აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, გამოქვეყნებული აქვს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე სტატიები და ერთი მონოგრაფია. მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფერო მოიცავს საერთაშოროსო სამართლის თეორიულ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო საზღვაო სამართლის და საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხებს.