სარედაქციო კოლეგია

როინ მიგრიაული

roin@migri-law.ge სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
როინ მიგრიაულს 2005 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. 2000 წლიდან არის საადვოკატო ბიუროს “მიგრიაული და პარტნიორების„ ხელმძღვანელი. როინ მიგრიაული არის სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი“; სხვადასხვა დროს იყო სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტი, იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე. მიღებული აქვს მსოფლიო ბანკის სერტიფიკატები: „დუინგ ბიზნესი 2014“; „დუინგ ბიზნესი 2013“; „დუინგ ბიზნესი 2009; „დუინგ ბიზნესი 2006“; 2010 წლიდან არის ააიპ ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის’’ დამფუძნებელი, გამგეობის წევრი. 1997–2006 წლებში როინ მიგრიაული იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი; 2008–2012 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, 2010 წლიდან კი არის სულხან–საბას სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და პუბლი¬კა¬ციები.