სარედაქციო კოლეგია

მერაბ ტურავა

სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
მერაბ ტურავამ 1997 წელს დაიცვა დისერტაცია ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1998-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის (სამოსამართლეო სწავლების) გამგეობის წევრი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, 1999-2001 წლებში TACIS-EU-პროექტის ექსპერტი სისხლის სამართლის სამოსამართლო სწავლების საკითხებში. მერაბ ტურავა სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 1998–2005 წლებში იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტია. 2005–2008 კი ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2007 წლიდან მერაბ ტურავა არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი. 2015 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი.