სარედაქციო კოლეგია

გია მეფარიშვილი

Gimeparishvili@gmail.com სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
გია მეფარიშვილი 1984-1987 წლებში სწავლობდა მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში ქალაქ მოსკოვში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (1996-1999). ორჯერ იყო არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრად (1999-2001; 2004-2008). გახლდათ საქართველოს გენერალური პროკურორი (2001). მინიჭებული აქვს მოსამართლის უმაღლესი საკვალიფიკაციო ჩინი (1999წ.) და იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება (2001წ.) 1988 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2009 წლიდან კი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი და სისხლის სამართლის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. 2011 წლის მაისიდან დღემდე არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი.სისხლის სამართლის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 57 ნაშრომი სისხლის სამართლის პროცესისა და იუსტიციის ორგანიზაციის პრობლემებზე (ქართულ, რუსულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე). მათ შორის, ორი მონოგრაფია.