სარედაქციო კოლეგია

ანნა ჭიღიტაშვილი

anna-chig@mail.ru სარედაქციო კოლეგიის წევრი facebook
ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მიმართულება: სისხლის სამართალი. ანა ჭიღიტაშვილს 1991 წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია მოსკოვის შსს უმაღლესი სკოლის მიერ. 2000-2003 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინალისტიკისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის ასპირანტია. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,ტერორიზმის თანამედროვეობის გლობალური პრობლემა’’. 1992-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს და უშიშროების სამინისტორებში სხვადასხვა თანამდებობებზე. პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს 1996 წლიდან საქართველოს უშიშროების აკადემიაში. 2006-2012 წლებში არის საქართველოს შსს აკადემიაში კრიმინალური პოლიციის ფაკულტეტის უფროსი. არის პოლიციის პოლკოვნიკი. გავლილი აქვს სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიის ,,ILEA’’ -ს სასწავლო კურსი და მრავალი ტრენინგი ტერორიზმზე, ორგანიზებულ დანაშაულზე და სხვა. არის ოთხი მონოგრაფიისა და რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.