მისია & მიზნები

მისია & მიზნები

საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი  "სამართალი და მსოფლიო“ წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემას, რომელიც წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, გამოდის.

ჟურნალში იბეჭდება სამართლის დარგში აღიარებული თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იურისტების სამეცნიერო სტატიები, ასევე ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციებისა და სემინარების შრომები. სტატიების დაბეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე ინგლისურენოვანი სავალდებულო რეზიუმეთი.

"სამართალი და მსოფლიო“ ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში. ჟურნალს უკვე მინიჭებული აქვს ღია აკადემიური ჟურნალების ინდექსის (OAJI) და სამეცნიერო სერვისის (SIS) საერთაშორისო ინდექსი.

ჟურნალს ჰყავს სამართლის დარგში მოღვაწე იურისტებისაგან შემდგარი სარედაქციო კოლეგია, რომლებიც ფლობენ მაღალ თეორიულ და პრაქტიკულ კვალიფიკაციას და არიან საერთაშორისოდ აღიარებული სამართლმცოდნეები.

ჟურნალი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან,  ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან და იურისტებთან.

ჩვენი ამოცანაა საერთაშორისო დონეზე მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის მოპოვება, საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ჟურნალების სტანდარტების შესაბამისად, რისთვისაც აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ფართო წრეებთან.