ზოგადი

  1. ჟურნალში „სამართალი და მსოფლიო“ დასაბეჭდად მიიღება სამართლის დარგის აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, დოქტორანტებისა და პრაქტიკოსი იურისტების ნაშრომები;
  2. სტატია შეიძლება მომზადდეს სამართლის თემატიკის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე;
  3. „სამართალი და მსოფლიოში“ გამოქვეყნება უფასოა. უფასოა როგორც სტატიის დამუშავების, ასევე გამოქვეყნების პროცედურა;
  4. ჟურნალში წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური კვლევის შედეგი, მიუღებელია კომპილაციური ხასიათის ტექსტები, სადაც არ ჩანს ავტორის კვლევა და მისი დასკვნითი დებულებები; 
  5. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს პირველადი პუბლიკაციის სახით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნეული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;
  6. აუცილებელია ნაშრომის ციტირების ობიექტურობა, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში მიღებული და დამკვიდრებული მეცნიერული სტილის წარმოჩენა;
  7. ყოველი ავტორისათვის აუცილებელია მითი­თე­ბუ­ლი იქნეს აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, სამუ­შაო/სწავლის ადგილი, ქალაქი, ქვეყანა, ელექტრონული ფოს­ტა, ტელეფონი;
  8. სტატიები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანაავტორობით;
  9. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში, მიეთითება საკონტაქტო პირი, რომელთანაც რედაქციას ექნება კომუნიკაცია, ამასთანავე, სავალდებულოა ყველა თანაავტორის საკონტაქტო ინფორმაციის რედაქცისთვის მიწოდება;
  10. შემოსული სტატია გადის პლაგიატის (შინაარსის უნიკალურობის) შემოწმებას Turnitin-ის პროგრამის მეშვეობით, რომლის შემდეგაც გადაეგზავნება რეცენზენტებს;
  11. პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში სტატია არ გამოქვეყნდება და პლაგიატის წარმომდგენ ავტორს შემდგომში აღარ ექნება სამართალი და მსოფლიოში“ გამოქვეყნების უფლება;
  12. სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში ნაშრომი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მკითხველისათვის და ამის თაობაზე ავტორთან რაიმე დამატებითი წერილობითი თანხმობა აღარ არის საჭირო;
  13. სტატიის მიღება ხდება ჟურნალის მთავარი რედაქტორის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; info@lawandworld.ge;
  14. სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომის გამოქვეყნების საკითხს, რომელიც „სამართალი და მსოფლიოს“ მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.

რეცენზია

  1. ჟურნალ „სამართალი და მსოფლიოში“ სტატიის გამოსაქვეყნებლად სავალდებულოა ორი პირის ფარული რეცენზია;
  2. რეცენზენტს თითოეული სტატიისთვის ირჩევს მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრებთან კონსულტაციის გზით;
  3. რეცენზენტს არ აქვს ინფორმაცია ვის ნაშრომს ამოწმებს, ხოლო სამეცნიერო ნაშომის ავტორს არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მისი ნაშრომის რეცენზენტი;
  4. რეცენზენტები არიან მსოფლიოს სხვადასვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან;
  5. რეცენზენტი შეიძლება იყოს სარედაქციო კოლეგიის წევრი;
  6. იმ შემთხვევაში თუ ნაშრომი მიიღებს ერთ დადებით და ერთ უარყოფით რეცენზიას, ნაშრომი ეგზავნება მესამე რეცენზენტს;
  7. სტატიის შეფასების პროცესი გრძელდება 3-4 კვირა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, იგი შეიძლება გახანგრძლივდეს გონივრული ვადით რეცენზეტის მოთხოვნის შესაბამისად;

 8. რეცენზენტი:

  • რეკომენდაციას უწევს ნაშრომის არსებული სახით გამოქვეყნებას (დადებითი რეცენზია);
  • ავტორს აძლევს ნაშრომის გადახედვის შესაძლებლობას კონკრეტული მითითებებით;
  • არ უწევს რეკომენდაციას ნაშრომის გამოქვეყნებას (უარყოფითი რეცენზია).დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტი ნაშრომს შეაფასებს მინიმუმ 70 ქულით შეფასების ფორმა შესაბამისად;

 9. თუ რეცენზენტი რეკომენდაციას უწევს ნაშრომის დახვეწას, რედაქცია ავტორს სთავაზობს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას ან თავისი პოზიციის დასაბუთებას;

10. თანხმობის შემთხვევაში, ავტორს, 2 თვის ვადაში მოჰყავს შესაბამისობაში ნაშრომი წარდგენილ რეკომენდაციებთან; რედაქტირებულ ტექსტზე საბოლოო რეცენზიას აკეთებს იგივე რეცენზენტი;

11. თუ ავტორი არ ეთანხმება რეცენზენტის შენიშვნებს, მის დასაბუთებულ პოზიციას განიხილავს სარედაქციო კოლეგია, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნების ან უარყოფის შესახებ;

12. სარედაქციო კოლეგიის წევრების აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი. 

საავტორო უფლება

ავტორი, რომლებიც აქვეყნებს ნაშრომს ჟურნალში: „სამართალი და მსოფლიო“, ეთანხმება შემდეგ პირობებს:

  1. ავტორი ინარჩუნებს საავტორო უფლებას ნაშრომზე და ჟურნალს ანიჭებს პირველადი გამოქვეყნების შესაძლებლობას. სტატიას იმავდროულად ენიჭება Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License აღნიშნული ლიცენზია იძლევა მისი შემდგომი გამოყენების უფლებას, ავტორისა და თავდაპირველი გამომცემლის მითითებით;
  2. ჟურნალი ფლობს საერთაშორისო ლიცენზიას: CC BY-SA – რაც გულისხმობს, რომ მკითხველს აქვს საშუალება – გამოიყენოს, შეუთავსოს და განავითაროს მისგან ახალი იდეა, თუნდაც კომერციული მიზნებით, ამავე ლიცენზიის პირობებით;
  3. ავტორს შეუძლია არაექსკლუზიურად გაავრცელოს ჟურნალში გამოქვეყნებული ვერსია, (მაგ: განათავსოს ინსტიტუციონალურ საცავში ან გამოაქვეყნოს წიგნში) თავდაპირველი გამოქვეყნების წყაროს მითითებით.

ტექსტი

  1. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იქნას ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე (ინგლისური რეზიუმის სავალდებულო თანხლებით);
  2. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის APA ციტირების სტილით;
  3. სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ნაბეჭდ გვერდს, დანართისა და ცხრილების ჩათვლით;
  4. სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით:
    • სტატიის სათაური;
    • ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი და სამუშაო ადგილი;
    • რეზიუმე (ინგლისურ ენაზე);
    • სამი საკვანძო სიტყვა სტატიის ენაზე და ინგლისურად (საკვანძო სიტყვა მეტ-ნაკლებად ასახავს ნაშრომის სამეცნიერო დისციპლინადმი კუთვნილებას და მასში განხილულ ძირითად კონცეფციებს. ნუ გამოიყენებთ აბრევიატურებს, ასევე, ზოგად და რამდენიმე კონცეფციის მომცველ სიტყვას).
    • ტექსტი შესაძლოა შეიცავდეს შესავალს და დასკვნას;
    • სქოლიო – ტექსტში გვერდების ბოლოს (გამოქვეყნების ენაზე) და ტექსტის ბოლოს ინგლისურ ენაზე;
    • გამოყენებული ლიტერატურის სია (ბიბლიოგრაფია) ტექსტის ბოლოს ინგლისურ ენაზე;
  1. მოწოდებული სტატია აკრეფილი უნდა იყოს A 4 ფორმატზე, ფონტის ზომა 12, გამოყენებული შრიფტი (ქართული – Sylfaen; ინგლისური – Arial/Times New Romans)
  2. ნაშრომის ტექსტი დაცილებული უნდა იყოს გვერდის მარჯვენა და მარცხენა ნაპირიდან 2.54 სმ. (1 ინჩი) მანძილზე;
  3. ავტორმა უნდა უზრუნველყოს ენობრივი თვალსაზრისით გამართული ტექსტის მოწოდება.

სქოლიო

  1. სქოლიო(შენიშვნები, დამოწმებული ლიტერატურა, ავტორისეული განმარტებები და მითითებები) უნდა განთავსდეს ტექსტში გვერდების ბოლოს (ქართულ ენაზე შრიფტი Sylfaen, ხოლო ინგლისურ ენაზე Times New Roman), 1 ინტერვალით, შრიფტის ზომა 10 (სქოლიო ტექსტში უნდა მიეთითოს ციფრებით, ხოლო ავტორისეული შენიშვნები – განმარტებები ფიფქით).
  2. სქოლიო ტექსტში გვერდების ბოლოს უნდა დაიწეროს ლიტერატურისსავე ენაზე შემდეგი ფორმით:
    • სტატია: Vander Geer, J., Hanraads, J. A. J., &Lupton, R. A. (2010). Theart of writing a scientific article. Journal of Scientific Communications, 163, 51–59.
    • წიგნი: Strunk, W., Jr., & White, E. B. (2000). The elements of style. (4th ed.). NewYork: Longman, (Chapter 4)
    • კრებულის ცალკეული თავი: Mettam, G. R., & Adams, L. B. (2009). How to prepare an electronic version of your article. In B. S. Jones, & R. Z. Smith (Eds.), Introduction to the electronic age (pp. 281–304). NewYork: EPublishing Inc.
  1. სქოლიო ტექსტის ბოლოს უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე;
  2. გამოყენებული ლიტერატურა, რომელიც სქოლიოში არ არის მითითებული, თუმცა ავტორი დაეყრდნო სტატიაში, უნდა განთავსდეს სტატის ბოლოს (ქართულ ენაზე შრიფტი Sylfaen, ხოლო ინგლისურ ენაზე „Times New Roman“, შრიფტის ზომა 10.) გვერდების მითითებების გარეშე ინგლისურ ენაზე ნათარგმნი სქოლიოს  შემდეგ.

რეზიუმე

  1. ნაშრომის რეზიუმე უნდა შეიცავდეს კვლევის პრობლემის, მეთოდებისა და შედეგების აღწერილობას, იგი მოკლედ და ზუსტად უნდა ასახავდესსტატიის ძირითად შინაარსსა და კვლევის შედეგებს, უნდა გადმოსცემდეს ნაშრომის არსს იმგვარად, რომ მკითხველისათვის მეცნიერული პრობლემატიკა თვით პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე გახდეს გასაგები.
  2. რეზიუმე არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას, რაც არ არის სტატიის ძირითად ტექსტში, უნდა იყოს ლაკონური და მკაფიო, თავისუფალი ზედმეტი სიტყვებისაგან, გამოირჩეოდეს ფორმულირების დამაჯერებლობით;
  3. რეზიუმე კეთდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე და უნდა შეიცავდეს 150 – 250 სიტყვას.

ვადები

  1. წელიწადში გამოიცემა ჟურნალის ორი ნომერი – ივნისში და დეკემბერში;
  2. სტატიის წარმოდგენის ვადები ივნისის ნომრისთვის არის 3 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხოლო დეკემბრის ნომრისთვის  – 1 ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით;
  3. შესაძლებელია დამატებითი ან  სპეციალური ნომრის გამოცემა წლის ნებისმიერ დროს;
  4. ჟურნალის გეგმიური ნომრის ელექტრონული ვერსია ვებ-გვერდზე იტვირთება ივნისის/დეკემბრის ბოლო რიცხვში, ხოლო ბეჭდური ვერსია შესაძლებელია გამოიცეს მოგვიანებით, მაგრამ არაუმეტეს ორი კვირისა ელექტრნული ვერსიის გამოქვეყნებიდან.  

ენა

სხვადასხვა ენები ინგლისური რეზიუმეთი

გამოგვიგზავნეთ

info@lawandworld.ge

მთავარი რედაქტორი