სიახლეები

ჟურნალი ,,სამართალი და და მსოფლიო“ ISSN-ის საერთაშორისო ბაზაში

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალი ,,სამართალი და მსოფლიო” ISSN-ის საერთაშორისო ბაზაში გაწევრიანდა.

ISSN საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელსაც აქვს წვდომა აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სერიული გამოცემების ბეჭდურ და ინტერნეტ ვერსიებზე.

პორტალი ISSN-ში დარეგისტრირებულ ჟურნალებს საშუალებას აძლევს  ხელმისაწვდომნი იყვნენ საერთაშორისო დონეზე და ამასთანავე ქონდეთ წვდომა საერთაშორისო მონაცემთა ბაზაზე, რომელიც შეიცავს  ბეჭდურ და ციფრულ ჟურნალებს, გაზეთებსა და სამეცნიერო ბლოგებს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

ბაზაში შეგიძლიათ იპოვოთ და გამოიყენოთ 1,8 მილიონზე მეტი ბეჭდური და 200 000-ზე მეტი ციფრული სტატია. ISSN ყოველწლიურად 60,000-ზე მეტ ახალ სტატიას ამატებს სხვადასხვა პროფესიული ბიბლიოთეკის ქსელს.

ISSN (print) 2346-7916

ISSN (online) 2587-5043

Online