სიახლეები

სამართალი და მსოფლიო SIS - ის ამერიკულ საერთაშორისო ბაზაში

ამერიკულმა საერთაშორისო ინდექსირებადმა ბაზამ - Scientific Indexing Services (SIS) ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალის ''სამართალი და მსოფლიოს“ შეფასება (Impact Factor) განსაზღვრა. ჟურნალის რეიტინგი 2016 წელს 0.968, ხოლო 2017 წელს 1.157 ქულით შეფასდა.

Scientific Indexing Services (SIS)  არის ამერიკული საერთაშორისო ინდექსი, რომელიც მკვლევარებს აკადემიური მონაცემთა ბაზის მომსახურებას სთავაზობს. იგი  ათასობით აკადემიურ ჟურნალს, წიგნსა და გამოცემას აერთიანებს თავის ბაზაში და აანალიზებს ნაშრომის საკვლევი თემის ორიგინალობას, გამოყენებული ციტირების სისწორესა და ხარისხს.

ISSN (print) 2346-7916

ISSN (online) 2587-5043

Online