სიახლეები

სამართალი და მსოფლიოს ახალი რეიტინგი

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალმა "სამართალი და მსოფლიო“ საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაში (ISI) impact Factor- ის ინდექსი გააუმჯობესა. ჟურნალმა აღნიშნულ ბაზაში ხელმისაწვდომობა 2018 წლის ივლისში მოიპოვა, რა დროსაც impact Factor-ი 1.057 ნიშნულით განისაზღვრა. ამჟამად ჟურნალის შეფასება მოხდა 1.369 ქულით, რაც ჟურნალის დიდი საერთაშორისო წარმატებაა. აღნიშნულ ბაზაში, სადაც ჯერჯერობით საქართველოდან სამართლის არცერთი ჟურნალი არ ირიცხება, ყველაზე მაქსიმალური შეფასებით, მინიჭებულია 2.7 ქულა.

ISI სერვერი წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ინდექსირებას აწარმოებს, ეს არის საერთაშორისო მომსახურება, რომელიც მაღალ ხარისხიან ჟურნალებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ISI-ის ბაზაში სულ რეგისტრირებულია 3597 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, თითოეულს კი რეიტინგის სხვადასხვა მაჩვენებელი გააჩნია. "სამართალი და მსოფლიო“ მათ  შორის მე-17 ადგილს იკავებს.

ISSN (print) 2346-7916

ISSN (online) 2587-5043

სტატიები