სიახლეები

ჟურნალმა "სამართალი და მსოფლიო" საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალმა "სამართალი და მსოფლიო“ საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაში (ISI) impact Factor მოიპოვა. ISI სერვერი წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ინდექსირებას აწარმოებს, ეს არის საერთაშორისო მომსახურება, რომელიც მაღალ ხარისხიან ჟურნალებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ბაზაში ჯერჯერობით საქართველოდან სამართლის არცერთი ჟურნალი არ ირიცხება.

ISI-ის ბაზაში სულ რეგისტრირებულია 3092 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, თითოეულს კი რეიტინგის სხვადასხვა მაჩვენებელი გააჩნია. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალის impact Factor 1.057 ნიშნულით განისაზღვრა, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრირებულ 3092 ჟურნალს შორის, სამართალი და მსოფლიო 32-ე ადგილს იკავებს.