სიახლეები

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტს მეორედ ეწვია

2018 წლის 11 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში დაიწყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ტრენინგი საერთაშორისო სისხლის სამართალში. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე - თეიმურაზ მურღულია, საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის ხელმძღვანელი - კაუპო კანდი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - ჟავ ივ ლავუარი.

ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს უკვე მეორედ ეწვია. ამჯერად ღონისძიების ორგანიზატორები რენე კასინის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტი არიან, პარტნიორები კი: საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში და შავი ზღვის უნივერსიტეტი. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით. ღონისძიებას უძღვებიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, კურსი ინგლისურ ენაზე ტარდება.