სიახლეები

სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრენინგი საქართველოში

2018 წლის 11-15 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ჩაატარებს ტრენინგს საერთაშორისო სისხლის სამრთალში.

ღონისძიების ორგანიზატორები რენე კასინის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტი არიან, პარტნიორები კი: საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში და შავი ზღვის უნივერსიტეტი.

სტრასბურგის, რენე კასინის ფონდი არის სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, როგორც სტრასბურგში, ისე საზღვარგარეთ.

ჩვენი ტრენინგები განკუთვნილია ადვოკატების, მოსამართლეების, ეროვნული და საერთაშორისო მოხელეების, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და  სტუდენტებისთვის.

ჩვენი სწავლების სესიებში ჩაერთვებიან ის პროფესორები და ექსპერტები რომლებიც მზად არიან მოგზაურობისა და მაღალკვალიფიციური გამოცდილების გაზიარებისათვის.

გთხოვთ იხილოთ თანდართული პროგრამა და სასწავლო სესიის ცნობა. ყველა კურსი ისწავლება ინგლისურს ენაზე.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა  2018 წლის 30 მაისი.

რეგისტრაციისთვის: https://www.iidh.org/UK/index.php?p=page&idP=9&pays=9

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით  elsa.zimmer@iidh.org