სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო-საფაკულტეტო კონფერენცია გაიმართა

2018 წლის 27 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო-საფაკულტეტო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. კონფერენციის ფარგლებში, სტუდენტებმა შემდეგ სექციებში იმუშავეს: ბიზნესი და ეკონომიკა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ფილოლოგია და ფსიქოლოგია. კონფერენციის ყველა მონაწილეს კი შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ღონისძიების დასასრულს, გამოვლინდა თითო საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის დასკვნით ნაწილში და სერტიფიკატთან ერთად გადაეცემა პრიზი.

გამარჯვებულები სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტები : ნათია ახვლედიანი და არჩილ მორბედაძე, ამავე ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი ბეჟან ლომსაძე. ხოლო ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე როლანდ ჯიჯელავამ, ლიკა ვარდოსანიძემ, ნათია ბერაძემ, ანა გვარამიამ და ქეთევან ხოზრევანიძემ გაიმარჯვეს.