სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ქალაქ მაიამის მოსამართლემ იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს

2018 წლის 28 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტს ქალაქ მაიამის (აშშ) სასამართლოს მოსამართლე მარკ სპეისერი ეწვია, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სისხლის სამართლის პროცესში მასტერკლასი ჩაატარა. იმიტირებული პროცესი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და ამავე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის - თათული დოლიძის ხელმძღვანელობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. სასამართლო პროცესის სხდომის თავმჯდომარე მარკ სპეისერი იყო, პროცესის მონაწილეები კი - ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. 

ევროპის უნივერსიტეტსა და მარკ სპეისერს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ქალაქ მაიამის მოსამართლე ევროპის უნივერსიტეტში მასტერკლასებსა და ტრენინგებს რამდენიმე წელია ატარებს. ამასთან, 2017 წლის შემოდგომაზე, მის მიერ ინიცირებული პროექტის გამარჯვებულმა სტუდენტმა მაიამის (აშშ) სასამართლოში ერთთვიანი პრაქტიკაც გაიარა. 

მარკ სპეისერი აშშ-ს პროკურატურისა და იუსტიციის სისტემაში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ამჟამად პროფესიულ საქმიანობას მოსმაართლის პოზიციაზე აგრძელებს.