ანონსი

17 მაისს ბილტმორ თბილისში კონფერენცია სახელწოდებით "მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები" გაიმართება

2018 წლის 17 მაისს, ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისა და სამართლის სპეციალისტების მონაწილეობით, ბილტმორ თბილისში გაიმართება (10:00 - 17:00) საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - მართლსაჯულების აქტუალური პრობლემები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, განაცხადის შევსება შეუძლიათ:
  • ქართველ სამართალმცოდნეებს
  • ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხური)
  • არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
  • პროფესორ-მასწავლებელებს
  • სამართლის სფეროს პრაქტიკოსებს

კონფერენციაზე გამოსვლისა და დასწრების მსურველებმა განაცხადი ამ ბმულზე, 10 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
  • სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, იოსებ კელენჯერიძეს:

     ელ-ფოსტა: ikelenjeridze@esu.edu.ge

  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ლაშა ჩახვაძეს: 

     ელ-ფოსტა: international@eu.edu.ge

მომხსენებელთა რაოდენობა შეზღუდულია. მოხსენების დრო - 10 წუთი, დისკუსია 5-7 წუთი. საუკეთესო მოხსენებები  2018 წლის შემოდგომაზე კონფერენციის მასალების კრებულში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდება.

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76, ევროპის უნივერსიტეტი (#506)