ანონსი

2018 წლის16 მაისს ამერიკელი მოსამართლეები საჯარო ლექციებს აშშ-ს სამართლებრივ სისტემაზე გამართავენ

2018 წლის 16 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართველ სამართალმცოდნეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აშშ-დან მოწვეული მოსამართლეების გამოცდილება გაიზიარონ და პარალელები ქართულ სამართლებრივ სისტემასთან გაავლონ. ღონისძიებას ლექციათა ციკლის სახე ექნება - თითოეული სპიკერი კონკრეტული თემის ირგვლივ 25 წუთის განმავლობაში ისაუბრებს, რის შემდეგაც მოხსენებული საკითხის შესახებ დისკუსია გაიმართება.

 

ღონისძიების განრიგი შემდეგია:
  • 10:00 – 10:30 - Coffee Break
  • 10:30 – 10:45 - თამარ ზაქარაშვილის (ადვოკატი, მინესოტას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული) მისალმება
  • 10:45 – 11:15 - მოხსენება თემაზე: აშშ-ს საარჩევნო პროცესი
  • 11:15 – 12:45 - მოხსენება თემაზე: სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში
  • 12:45 – 13:15 - მოხსენება თემაზე: აშშ-ს სამართლის სკოლები
  • 13:15 – 13:45 - Lunch
  • 13:45 – 14:15 - მოხსენება თემაზე: ნაფიცმსაჯულთა შერჩევის სისტემა
  • 14:15 – 14:45 - მოხსენება თემაზე: აშშ-ს კონსტიტუცია
  • 14:45 – 15:15 - მოხსენება თემაზე: სასჯელის შეფარდების გზამკვლევი მინესოტაში
  • 15:15 – 16:00 - Coffee Break

 

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა და შეუძლიათ:
  • ქართველ სამართალმცოდნეებს
  • ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხური)
  • არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
  • პროფესორ-მასწავლებელებს
  • სამართლის სფეროს პრაქტიკოსებს

დასწრების მსურველებმა განაცხადი ამ ბმულზე უნდა შეავსონ. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
  • სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, იოსებ კელენჯერიძეს:

     ელ-ფოსტა: ikelenjeridze@esu.edu.ge

  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, ლაშა ჩახვაძეს: 

     ელ-ფოსტა: international@eu.edu.ge

ღონისძიება შემდეგ მისამართზე გაიართება: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76, ევროპის უნივერსიტეტი(#506)