ანონსი

ბიზნეს სამართალი და სამედიცინო მომსახურების ბაზარი

2018 წლის 12 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდება ღია საჯარო ლექცია თემაზე:

ბიზნეს სამართალი და სამედიცინო მომსახურების ბაზარი

ლექციას წაიკითხავს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორი, მედიცინის დოქტორი - სამუელ ბერნალი. იგი უკვე ერთი კვირაა ატარებს მასტერ კლასებს ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

სამუელ ბერნალი არის მედიცინის დოქტორი, კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის ემერეტუსი პროფესორი. სხვადასხვა დროს აკადემიურ თანამდებობებს იკავებდა ჰარვარდის მედიცინის სკოლასა და ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ამასთან, წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა აშშ-ს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებაში. იგი საქართველოში ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება.

დრო : 12:00

ადგილი : ევროპის უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი, მე-5 სართული, საკონფერენციო დარბაზი 506