ავტორთათვის

ავტორთათვის

1. სტატიის ტექსტი

  1. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ჟურნალის მთავარი რედაქტორის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით. 
  2. სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ნაბეჭდ გვერდს, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით.
  3. სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით:
    • სტატიის სათაური;
    • ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი და სამუშაო ადგილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    • რეზიუმე (ინგლისურ ენაზე);
    • სამი საკვანძო სიტყვა (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    • ტექსტი (შესაძლოა შეიცავდეს შესავალს და დასკვნას);
    • სქოლიო - შენიშვნები (ტექსტში გვერდების ბოლოს);
    • გამოყენებული ლიტერატურის სია  (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
    • შენიშვნები (ბიბლიოგრაფია) ინგლისურ ენაზე.
  4. მოწოდებული სტატია აკრეფილი უნდა იყოს A 4 ფორმატზე 1.5 ინტერვალით, ფონტის ზომა 12, ზედა და ქვედა არეები – 20-20 მმ, გვერდითი არეები – 30-30 მმ, შრიფტი Sylfaen, (ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომისათვის „Times New Roman“).
  5. ტექსტი: Supply – Word, Word Perfect. ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ფაილად.
  6. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იქნას როგორც ქართულ (ქართულ და ინგლისურენოვანი რეზიუმის თანხლებით), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვანი რეზიუმის თანხლებით).
  7. სტატიის მოწოდება ხდება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნით:  info@lawandworld.ge მითითებით ,,სამეცნიერო სტატია’’.

2სქოლიო - შენიშვნები, გამოყენებული ლიტერატურა

  1. სქოლიო (შენიშვნები - დამოწმებული ლიტერატურა, ასევე ავტორისეული განმარტებები და მითითებები) უნდა განთავსდეს ტექსტში გვერდების ბოლოს (ქართულ ენაზე შრიფტი Sylfaen, ხოლო ინგლისურ ენაზე „Times New Roman“), 1 ინტერვალით, შრიფტის ზომა 10. (სქოლიო ტექსტში უნდა მიეთითოს ციფრებით, ხოლო ავტორისეული შენიშვნები - განმარტებები ფიფქით).
  2. სქოლიო (შენიშვნები) ტექსტში გვერდების ბოლოს უნდა დაიწეროს ლიტერატურისსავე ენაზე შემდეგი:
  • წიგნი

დავიდი რ., 1993. თანამედროვეობის ძირითადი სამართლებრივი სისტემები. გამომცემლობა განათლება, თბილისი გვ. 187.

  • ჟურნალი

გიორგაძე ბ., დავითაშვილი ნ. და ბერიძე მ., 2016. მართლმსაჯულების პრობლემები. სამართალი და მსოფლიო1(2), გვ. 21-22. 

  1. გამოყენებული ლიტერატურის სია (ანუ იმ ლიტერატურის სია, რომელიც სქოლიოში არ არის მითითებული, თუმცა ავტორი დაეყრდნო სტატიაში),  უნდა განთავსდეს სტატის ბოლოს (ქართულ ენაზე შრიფტი Sylfaen, ხოლო ინგლისურ ენაზე „Times New Roman“, შრიფტის ზომა 10.) გვერდების მითითებების გარეშე ინგლისურენაზე ნათარგმნი შენიშვნების   შემდეგ.
  2. სტატიას უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის სია ასევე ნათარგმნი ინგლისურ ენაზე ( შრიფტი„Times New Roman“).

 3. სტატიის რეზიუმე

  1. სტატიის რეზიუმე  
    • კეთდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე; 
    • მოკლედ და ზუსტად ასახავს სტატიის ძირითად შინაარსსა და კვლევის შედეგებს; 
    • უნდა გადმოსცემდეს ნაშრომის არსს იმგვარად, რომ მკითხველისათვის გასაგები იყოს მეცნიერული პრობლემატიკა თვით პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე;
    • არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას, რაც არ არის სტატიის ძირითად ტექსტში;
    • უნდა იყოს ლაკონური და მკაფიო, თავისუფალი ზედმეტი სიტყვებისაგან, გამოირჩეოდეს ფორმულირების დამაჯერებლობით;
    • უნდა შეიცავდეს 100-დან 250 სიტყვას.
  2. რეზიუმე ერთადერთი წყაროა, რომლის მიხედვით უცხოელი სპეციალისტი აფასებს ქართველი მეცნიერის პუბლიკაციას, იყენებს მას თავის პუბლიკაციაში,  ა.შ.

 4. დასკვნითი დებულებები

  სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც წინამდებარე მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.